ელზა პაპოშვილი
10.05.2022

ბერძნული მაფიის ბოსის მკვლლეობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქართველია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს. დანაშაული აღდგომის მეორე დღეს, 25 აპრილს შუადღის საათებში მოხდა. 53 წლის ჯანის სკაფტურუს, რომელიც ბერძნული მაფიის ბოსად მოიხსენიებენ, სამი შეიარაღებული პირი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ოჯახთან ერთად ეზოში სადილობდა.  

თავდამსხმელებმა, როგორ ბერძნული მედიის საგამოძიებო სტატიებიდან ვიგებთ, სახლამდე მოპარული ავტომობილით მიაღწიეს. მათ სახლის ღობის გახსნა მოახერხეს და მაფიის ბოსს  მოულოდნელად დაადგნენ თავს. მედია ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ თავდასხმის დროს სკაფტუროსთან მისი პირადი დაცვა არ იმყოფებოდა. ამიტომ ეჭვი ჩნდება, რომ მის მკვლელობაში თანამონაწილეებად შესაძლოა ისინიც დასახელდნენ. ბერძნული პოლიცია ეჭვობს, რომ ინფორმაციამ სწორედ დაცვისგან გაჟონა.

რაც შეეხება ქართველ ეჭვმიტანილს, გამოძიების ინფორმაციით, მოწმეებმა თავმდამსხმელების აქცენტის მიხედვით დაადგინეს, რომ 2 ალბანელი უნდა ყოფილიყო, ხოლო ერთი კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან, კერძოდ საქართველოდან. მოწმე კი მაფიის ბოსის ნათესავი და ბიძაა, რომელსაც ძმისშვილის ვილის გვერდით ფერმა აქვს. მამაკაცი ყვება, რომ ის შორიდან მოფარებული ადევნებდა თვალს და უსმენდა თავდასხმელებს, რომლებიც მაფიის ბოსის ოჯახის წევრებს დაბლა დაწოლას და ჩუმად ყოფნას უბრძანებდა. მას დარჩა შთაბეჭიდილება, რომ სწორედ ქართველი იყო ხელმძღვანელი, რომელიც ბრძანებებს გასცემდა. 

„სამმა თავდასხმელმა სკურტაში მდებარე საოჯახო სახლის ღობე გატეხეს, მასზე  გადახტნენ და მაგიდასთან მიახლოების შემდეგ, სადაც სკაფტუროსი და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ, კალაშნიკოვითა და პისტოლეტით მაფიის ბოსს სხეულსა და თავში ესროლეს. სასტიკი მკვლელობის თვითმხილველებმა პოლიციას უთხრეს, რომ დამნაშავეები ბერძნულად ლაპარაკობდნენ. მაფიის ბოსის ოჯახის წევრებს უბრძანეს მიწაზე დაწოლილიყვნენ, ხოლო სკაფტუროსისკენ მიმავალი თავდამსხმელი ყვიროდა და თან ესროდა. 

„ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი ბერძნები არ იყვნენ. მათი აქცენტი ერთის ქართველისას ჰგავდა, 2 კი უფრო ალბანელი იყო. მათ ბრძანებებს, სავარაუდოდ,  ქართველი აძლევდა და მათი ხელმძღვანელი იყო. 

„თავდამსხმელებმა მკვლელობის შემდეგ გაქცევა საკუთარი ავტომობილით ვეღარ შეძლეს. ამიტომ ფერმიდან, რომელიც მოკლულის ბიძას ეკუთვნის, სატვირთო ავტომობილი  გაიტაცეს. მოგვიანებით პოლიციამ ავტომობილი 2 კილომეტრში იპოვა. ჩნდება ეჭვი, რომ მათ ტერიტორია შემდეგ ვერტმფრენით დატოვეს და მთებში გაუჩინარდნენ. 

„მკვლელობის შემსრულებლები მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ვერც ავტომობილიდან და ვერც იმ სატვირთოდან, რომელიც მათ გაიტაცეს, ვერცერთი სახის თითის ანაბეჭდი და დნმ-ის კვალი ვერ იპოვეს. ავტომობილი კი 2019 წელს არის მოპარული“, - უყვება წყარო ბერძნულ გამოცემას.

სკაფტუროსი იყო ეგრეთ წოდებული ბერძნული მაფიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და მის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი თავად მაფიისგან იქნა გამოტანილი. ის, სავარაუდოდ, კონკრეტულ მაფიის ჯგუფებს შორის დაპირიპირებას შეეწირა. ბერძნული მედია წერს, რომ მას სავარაუდოდ, იმედი ჰქონდა, რომ მის მოკვლას ვერცერთი დაჯგუფება ვერ გაბედავდა, ამიტომაც სახლში 2 დაცვის თანამშრომლის მეტი არ ჰყავდა, რომლებიც იმ დღეს მოულოდელად გაუჩინარდნენ. 

სკაფტუროსი 2017 წლიდან მოყოლებული 20-ზე მეტ მკვლელობასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი, რაც ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ომს უკავშრდება. ამ პერიოდის ზოგიერთი მკვლელობა თავისი ხელწერით ძალიან ჰგავს თავად სკაფტუროსის მკვლელობას და გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ერთი და იგივე ჯგუფის ჩადენილი იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×