ელზა პაპოშვილი
06.05.2022

შემზარავი დანაშული ასპიძანში - 36 წლის მამაკაცმა ნათლულის მამას  ყელი გამოჭრა. 35 წლის მოქმედი სპეცრაზმელი სოსო მელიქიძე, კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ის გზაში სისხლად დაიცალა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილობრივებს მომხდარზე საუბრი უჭირთ, თუმცა მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 

სავარაუდო დამნაშავე მალევე დააკავეს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.  

„ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა. ქუჩაში ყოფილან და კონფლიქტი იქ დაიწყო. რაზე იდავეს და რა იყო ამ საზარელი დანაშაულის მიზეზი, ვერ გეტყვით. ამბობენ, რომ მიზეზი ეჭვიანობაა. გარდაცვლილი მოქმედი სპეცრაზმელი იყო. საკმაოდ კარგი ადამიანი და ცუდს ვერავინ იტყვის. შვილის ნათლია იყო. სახლში მიდიოდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. რაზე ეჭვიანობდა და ჰქონდა თუ არა ამის მიზეზი, არავინ იცის. ასე შელაპარაკდნენ და ყელში დანა გამოუსვა. სანამ კლინიკამდე მიიყვანეს, გზაში სისხლად დაიცალა და დაიღუპა. ეს ბიჭი ადრე ნასამართლევია, მკვლელობაზე არა, მაგრამ მგონი მაშინ ძალადობაზე“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

ასევე ირკვევა, რომ დაკავებულმა მეგობარი მეგობრების თვალწინ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. დაკავებული ნადირაძის დედა ყვება, რომ მის შვილს კონფლიქტი ცოლთან ჰქონდა და მკვლელობის მოტივიც სწორედ ეჭვიანობა გახდა. 

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელმაც  სპეცრაზმელს დაზიანებები ყელის არეში მიაყენა, ეჭვიანი იყო. სავარაუდოდ, ცოლის სახლიდან წასვლას მოკლულს აბრალებდა. მკვლელობაში ეჭვიმტნილი ყოფილი სამხედროა. 

„არ იყვნენ გაშორებულები, 10 დღის წინ ცოლმა ჩაალაგა ბარგი და წავიდა. კონფლიქტური ოჯახი იყო. ცოლს მუდმივად ეჩხუბებოდა. არსად ნაბიჯის გადადმის უფლებას არ აძლევდა. ეჭვიანობდა და ამის გამო ყოველ დღე ჩხუბობდნენ. ალბათ ამ გოგოსაც ყელში ამოუვიდა და წავიდა. არ ვიცი, ამ ამბავს ნათლულის მამას რატომ აბრალებდა. ალბათ მასზე ეჭვიანობდა. ყოფილი ჯარისკაცი იყო. კლასელეები და ახლო მეგობრები იყვნენ,“ - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×