ელზა პაპოშვილი
12.04.2022

ერთი დაჭრილი და ერთი მოკლული - თბილისში, ორთაჭალის დასახლებაში სისხლიან ანაგრიშსწორებას 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დაჭრილია მისი ძმაც. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ძმებს ჭრილობები მათმა ბავშვობის მეგობარმა მიაყენა, რომელიც უკვე დაკავებულია. 

32 წლის მამაკაცს დანა  გულის არეში აქვს დარტყმული, ხოლო მის ძმას მრვალობითი ჭრილობები სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ადგილობრივებს მომხდარის მიზეზზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ მათ ბავშვობიდან ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, ერთად, მეზობლად გაიზარდნენ და რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი, ვერ ამბობენ.    

„ძმები ხელოსნები არიან და პროფილაქტიკაში მუშაობენ. მთელმა უბანმა არ ვიცით რა მოხდა, რის გამო დაიწყო ჩხუბი. კარგი და წყნარი ძმები არიან. თან ეს პირი, ვინც ისინი დაჭრა, მათი ბავშვობის მეგობარია. რაზე იჩხუბეს ასე სასიკვდილოდ რომ გაიმეტა მეგობრები, ვერ გეტყვით. მეორე ძმაც ძალიან მძიმედ არის. 

„სახელოსნოში ყოფილან ღამე და იქ უდავიათ. ამ მეგობარს ერთი ძმისთვის პირდაპირ გულში ჩაურტყამს. ეტყობა ამაზე გამწარებული მეორე ძმა მივარდა და იმასაც ურტყა. საშინელება მოხდა. სასწრაფო გამოიძახეს მეზობლებმა და ის ერთი ადგილზევე დაიღუპა, მეორის გადარჩენას კიდევ ამ დრომდე ცდილობენ. ჭრილობები სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული. ადგილიდან გაქცეულა და პოლიციამ ძებნის დროს აქვე ახლოს აიყვანა“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×