ელზა პაპოშვილი
29.03.2022

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინგირის სასაფლაოს მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.  როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას პირველადი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება და სავარაუდოდ, 2 დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. ადგილობრივებმა მამაკაცი ვერ ამოიცნეს.  

შესაძლოა ის უსახლკარო იყოს და ღამე  გაიყინა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.     

„კაცი მიდიოდა სასაფლაოზე და იქვე მწოლიარე ადამიანი დაინახა. რომ მიუახლოვდა და შეეხმიანა, ხმა არ გასცა. ახლოს მივიდა და ნახა, რომ გარდაცვლილი იყო. 

„არავის არ გვეცნობა, ამ სოფლელი არაა. არ ვიცით რით შეიძლება იყოს გარდაცვლილი. დათვალიერებისას დაზიანება არ ჰქონდა. შესაძლოა უსახლკაროც იყო და თავს აქ სასაფლაოზე აფარებდა. სიცივისგან გაიყინა ან შიმშილისგან მოკვდა, ვინ რა იცის... 

„ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და მათ სასწრაფოც მოჰყვა. ნახეს რომ უკვე მკვდარი იყო. ექიმმა თქვა, ასე 2 დღის გარდაცვლილიაო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×