ელზა პაპოშვილი
28.03.2022

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - დაჭრილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაიგეს. 

ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირების  მიზეზი ე.წ. ქურდული გარჩევა გახდა, სადაც დაჭრილმა კრიმინალური ავტორიტეტები  შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილიც და დაჭრაში ბრალდებულიც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე  ახალგაზრდები არიან.  

შემთხვევა ე.წ. ემტეესის დასახლებასთან მოხდა. დაჭრილი მამაკაცის მამის ინფორმაციით, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მამისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.    

„ჩვეულებრივი ქუჩური გარჩევა იყო, როგორც ამბობენ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა რამდენჯერმე გასროლის შედეგად დაჭრეს. ამბობენ, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შეურაცხყოფა მიაყენა. 

„რატომ და რის გამო არ ვიცით. სროლის ხმა გავიგეთ და რომ გამოვედით 30 წლამდე ბიჭი უკვე დაჭრილი იყო. რამდენიმე ახალგაზრდა იყო შეკრებილი და საქმეს არჩევდნენ. ედავებოდნენ ვიღაცის შეურაცხყოფას. რა ვერ გაიყვეს, არ ვიცით. ამბობენ, რომ დაჭრილიც და ბრალდებულიც ე.წ. კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენლები არიან“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×