ია აბულაშვილი
25.03.2022

სააკაშვილს „სტრასბურგის სასამართლოს სიზმრები" დაეწყო და ქვეყანას მოსდო, სტარსბურგმა ჩემი სარჩელი მიიღოო და ახლა ნახავთ, რა დღეს დააყრის „ოცნებას" ჩემზე „შეთითხნილი საქმეების" გამოო, - ამბობს პროფესორი ედიშერ გვენეტაძე.

„თითქოს სტრასბურგმა პირველად გაიგო სააკშვილის „საგმირო საქმეები". გელაშვილი რომ დაასისხლიანეს ვანო მერაბიშვილის სპერაზმელებმა დღისით-მზისით ქალაქის ცენტრში, ან სანდრო გირგვლიანის მკვლელები არ შეიწყალა მიშამ? ციხეში მაწამესო, რომ იჩივლა, წამება მაგის დროს იყო, თუ იყო, თვითონ კი არის საშობაო ტახივით. სტრასბურგის სასამართლო იქნება, საბოლოო ვერდიქტს რომ გამოუტანს სააკაშვილს, განაჩენამდე კი გუბაზის ბაქიბუქი იქნება ნაცტელევიზიებში. მხარდამჭერები და თანაპარტიელები ჭაჭანაჭამი ინდაურებივით ირბენენ ზევით-ქვევით ხმის ჩახლეჩამდე, სტარსბურგმა გაამართლა მიშა, გამოუშვითო," - აღნიშნა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არ გამიცრუა იმედები და ჩემი სარჩელი განსახილველად დაუშვა," - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქზე.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძის განცხადებით, საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდს და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას ეხება, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს. მმართველი გუნდი ასევე დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენით სასამართლოში გაბათილდება ყველა ეჭვი, თითქოს სააკაშვილის რაიმე უფლება შეილახა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×