
სასტიკი მკვლელობა ფოთში - მეზობელმა 31 წლის მამაკაცი უროთი მოკლა. ადგილობრივებისთვის მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მკვლელობა სახში მოხდა. 31 წლის მამაკაცი მეზობელთან სტუმრად მივიდა. კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო. ამის შემდეგ კი მათ კამათი ეზოში განაგრძეს. სწორედ ამ დროს მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო და მასპინძელმა სტუმარს თავში ურო ჩაარტყა. ის ადგილზევე დაიღუპა. მეზობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. მხოლოდ ის იციან, რომ დამნაშავე ქირით ცხოვრობდა.
„ზუსტად არ ვიცით, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ნასვამები ყოფილან. სავარაუდო დამნაშავე აქ მეზობლად ქირით ცხოვრობდა. გარდაცვლილი მასთან სტუმრად მივიდა. ქეიფობდნენ და იქ რაღაცაზე წაკამათდნენ. მერე გარეთ გამოსულან და იქ ფიზიკური დაპირისპირება მომხდარა. ურო იქვე იდო, თუ მერე გამოიტანა, რა მოხდა ზუსტად, არავინ იცის. თავში აქვს ჩარტყმული. მეზობლები რომ შევედით, უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ და პოლიციაც, მაგრამ უკვე მიცვალებული დაგვხდა. დამნაშავე პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. მიმალვა სცადა, მაგრამ იპოვეს“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.