ელზა პაპოშვილი
22.03.2022

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე  დილით გაღვიძებულ ადგილობრივებს საკუთარი ავტომობილები გაძარცული დახვდათ. როგორც ისინი ამბობენ, ჯამში საცხოვრებელი სახლების ეზოში 15 ავტომობილი გაქურდეს. ავტომობილებს მინები აქვს ჩამსხვრეული, საიდანაც წაღებულია ფული და წვრილმანი ნივთები. საცხოვრებელი კორპუსების ეზოში თავად მცხოვრებლებს ვიდეო კამერები აქვთ დამონტაჟებული.  

კამერის ჩანაწერში ჩანან პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები  არიან.  ადგილობრივების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ძარცვის ფაქტი ადრეც ყოფილა. თუმცა, ფაქტზე დაკავებული არვინ არის, რადგანაც ქურდები არასრუწლოვნები არიან. ავტომობილის მეპატრონეებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ფაქტზე გამოძიების დაწყება სთხოვეს.   

„შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დილით გამოსულებს ავტომობილები დაზიანებული დაგვხვდა. ჩამტვრეული იყო  შუშები და ავტომობილის კარებები. ვისაც მანქანაში რაღაცა ფულადი თანხა ჰქონდა დატოვებული, აღარ დახვდათ. ზოგს წვრილმანი რაღაცეები ჰქონდათ და ისინია წაღებული. 

„ვიდეო კამერები გვაქვს ტერიტორიაზე დამონტაჟებული. დავათვალიერეთ და არასრუწლოვნები არიან. კადრებში ვნახეთ, რომ ბავშვები ქურდობენ, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ მათ უფროსები ხელმძღვანელობენ. კონკრეტულ დავალებებს აძლევენ და ასე მოქმედებენ. 

„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ქურდობის ფაქტი ადრეც დაფიქსრიდა. თუმცა, რადგანაც არასრუწლოვნები არიან, არავის დაუკავებია. არც რაიმეს ანაზღაურება მომხდარა. ამიტომ რთულია ახლა იმაზე საუბარი, რა შეიძლება პოლიციამ გააკეთოს“,- აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×