ელზა პაპოშვილი
21.03.2022

მამაკაცმა ადვოკატს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. როგორც დაზარალებული გიორგი ბაღდავაძე აცხადებს, ორი დაცვის ქვეშ მყოფიდან ერთ-ერთმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მისთვის დანის ჩარტყმა ყელის და ზურგის არეში სცადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მას ცივი იარაღი სახის არეში მოხვდა. 

"მაშინ, როდესაც დანას გიქნევენ და მაშინ, როდესაც თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება მოძრავი ავტომობილიდან გადახტომა არის, უბრალოდ, გაიაზრონ ეს ყველაფერი ყველამ, ძალიან კარგად. ეს არ იყო მხოლოდ ჩემზე თავდასხმა, ეს იყო, მთლიანად, ადვოკატთა ასოციაციაზე თავდასხმა,"-აცხადებს დაზარალებული გიორგი ბაღდავაძე.

იურისტს სოლიდარობა ადვოკატთა ასოციაციამ გამოუცხადა. როგორც ორგანიზაციის ხელმღვანელი დავით ასათიანი ამბობს, აღნიშნულ საქმეზე რეაგირება ყოველთვის ძალიან მკაცრი იქნება. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

„სამწუხაროდ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი, უპრეცედენტო ფაქტი. კერძოდ, ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხეულის დაზიანება მიაყენა და ეს მოხდა მაშინ, როდესაც ადვოკატმა ამ ბრალდებულის საქმე წარმატებულად აწარმოა. ნამდვილად გაუგონარი ამბავია. კარგი არის, რომ ეს ადამიანი დაკავებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

“მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ადვოკატთა ასოციაცია მსგავსი უმსგავსო ტიპის მოქმედებებზე ყოველთვის ძალიან მკაცრი იქნება და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ყველა პროცედურა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს. სოლიდარობას ვუცხადებთ ადვოკატს და დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პირის ადეკვატური პასუხისმგებლობა დადგება“, - განაცხადა დავით ასათიანმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×