ელზა პაპოშვილი
15.03.2022

სისხლიანი ანგარიშსწორება კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოკლულია 32 წლის ვალერი სიბოშვილი. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება მოხდა. გვიან ღამით მათ სროლის და ჩხუბის ხმა გაიგეს. გარეთ გამოსულებს კი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავებული დახვდათ. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.  

მეზობლები ყვებიან, რომ ახალგაზრდების ორი ჯგუფი ორ სხვადასხვა ოჯახში ქეიფობდნენ. შემდეგ კი ქუჩაში მათ შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვალერი სიბოშვილმა ჩხუბის დროს, სიტუაციის განმუხტვის მიზნით,  ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, თუმცა არავინ დაშავებულა. ამის შემდეგ გურჯაანში სტუმრად ჩასულმა პირმა მას ავტომობილი დააჯახა.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. რაც ვიცით ისაა, რომ ორ სხვადასხვა სახლში ახალგაზრდები ქეიფობდნენ. გარეთ გამოსულებს შორის კი ჩხუბი მოხდა. 

„რაზე იჩხუბეს და რატომ, არავინ იცის. ნასვამები ერთმანეთს აუშარდნენ. ვიღაც სხვა  სოფლიდან მოსული ბიჭები ყოფილან და კარდენახელებმა სცემეს. მერე ჩხუბის განსამუხტად გარდაცვლილმა სიბოშვილმა ჰაერში რამდენჯერმა გაისროლა. არავინ დაშავებულა. თუმცა სტუმართაგან ერთ-ერთმა მას ავტომობილი დააჯახა. ამბობენ, რომ თავზე გადაუარა და საერთოდ თავი გაუჩეხა. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ფაქტიურად მკვდარი წაიყვანეს. 

„ის ბიჭი ნასვამი ყოფილა და ამბობს - იარაღით მოკვლას მიპირებდაო. არადა ჰაერში გაისროლა, რადგანაც ვეღარ გააშველა. ეს ბრალდებული ვინაა არ ვიცით, სოფელში სტუმრად ყოფილა“, - უყვება „რეზონანსს“  ადგილობრივი. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ფაქტზე დაკავებულია 1 პირი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×