რეზონანსი
13.03.2022

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, თოვლი და არამდგრადი ამინდები 20 მარტამდე გასტანს. ამის შემდეგ კი დათბობა დაიწყება. გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროგიური პროგნოზების სამართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გაზაფხულზე თოვა ანომალია არ არის, მსგავსი რამ წინა წლებშიც მომხდარა და წელსაც, არსებული პროგნოზით, ეს მოსალოდნელი იყო.

„თბილისში შედარებით სიცივე იქნება. მომავალი კვირის განმავლობაში ნავარაუდებულია ცივი ამინდი და დროგამოშვებით ნალექიანი. ასევე მოსალოდნელია ყინვები, თოვლი, თოვლჭყაპები, ქარი და დაბალი ტემპერატურა.

„გაზაფხულზე თბილისში თოვლის მოსვლა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, არსებობდა თოვლის მოსვლის ხელშემწყობი მოვლენები, კერძოდ, სამხრეთიდან ციკლონი მოქმედებდა, ხოლო ჩრდილოეთიდან ცივი  ჰაერის მასები შემოდიოდა.

„ნამდვილად გასაგებია, რომ ზამთარის ბოლო დღეებში თბილისში არ ყოფილა თოვლი, მაგრამ მარტი გაზაფხულის პირველი თვეა და წინა წლებსაც რომ გადავხედოთ, გაზაფხულის ეს თვე ცივი ამინდებითა და  ხშირად არამდგრადობითაც ხასიათდებოდა. ჩვენი ფორმულის გამოთვლის საფუძველზე ცივი და ნალექიანი ამინდები ვივარაუდეთ და ასეც მიმდინარეობს მოვლენები.

„როგორც აღვნიშნე, თბილისში გაზაფხულზე თოვლი განსაზღვრულია ატმოსფეროში მიმდინარე პროცებებზე, მაგრამ ეს არც ისე იშვიათია. წინა წლებში თბილისს თოვლი აპრილშიც წვევია, მაგრამ ამ ეტაპზე აპრილის პროგნოზი არ გვაქვს და არ მგონია ეს კვლავ განმეორდეს. 

„ასევე ვვარაუდობ, რომ მარტის ბოლოსაც არ არის მოსალოდნელი თბილისში თოვლი, რადგან 20 მარტის შემდეგ გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მატეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმედითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამეტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ამ ეტაპზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ასევე მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ცუდი ხილვადობის გამო, გომი- საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი საავტომობილო გზების კმ1-კმ52 მონაკვეთსა და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62; ასევე კოდა-ფარცხისი-მანგილის-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთსა და ზუგდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×