რეზონანსი
18.01.2022

კორონავირუსის შტამ „ომიკრონთან“ დაკავშრებით ინფექციონისტთა აზრი გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ მაღაზიათა ქსელებში, მოლებსა და სხვა დაწესებულებებში თერმოსკრინრგი კვლავ აუცილებელია, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ამას აზრი არ აქვს და დაწესებულებებში სიცხის გაზომვის წესი შესაცვლელია.

მიზეზი ისაა, რომ „ომიკრონის“ დროს ხშირ შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ, მათ შრის ტემპერატურის მატების გარეშე მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისას თერმოსკრინინგი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ინიფიცრებული ადამიანი დახურულ შენობაშ არ მოხვდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 18 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ თერმოსკრინინგთან დაკავშირებით სკეპტიკურ დამოკიდებულებას არ იზიარებს.

„ეს აზრი სხვა პროფესიონალმა ინფეციონისტებმაც დააფიქსირეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მათ არ ვეთანხმები. რატომ? - კი, შესაძლოა, ადამიანი იყოს უსიმპტომოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში თერმოსკრინინგი გახდა ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების წესრიგის გამოხატულებებების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. თერმოსკრინინგი, ჯერჯერობით, იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ საკითხზე ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„ვფიქრობ, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არც გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშველობა იმ პირობებში, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არ აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ,,რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეთანხმება ბუწაშვილის მოსაზრებას, თუმცა თერმოსკრინინგს მაინც აუცილებლად მიიჩნევს.

„ომიკრონის“ შემთხვევაში შესაძლებელია ადამიანი იყოს ინფიცირებული, მაგრამ სიცხე არ ჰქონდეს. მაგრამ ადამიანი თუ ხმარობს პირბადეს, არის აცრილი და ა.შ., ნაკლებია გადადების შანსი. 

„თერმოსკრინინგი არის იმისთვის, რომ გავიგოთ არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული ნებისმიერ შტამით. შესაძლოა ადამიანი იყოს არა მხოლოდ „ომიკრონით“ ინფიცირებული, არამედ სხვა შტამით. სწორედ სხვა შტამების ამოსაცნობად და ხშირად ახალი შტამის გამოვლენის პრევენციის მიზნით მოქმედებს თერმოსრინინგი“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×