ელზა პაპოშვილი
29.12.2021

უმძიმესი ავარია ჟინვალჰესთან, რის შედეგადაც სამი ტურისტი დაიღუპა. 12 წლის ბავში და მისი დედა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელის საავადმყოფოში გადაყვანაც მოხერხდა, მედიკოსებმვა ვერ გადაარჩინეს. ის საავადმყოფოში მივყანის შემდეგ დაიღუპა. 

მიკორავტორბუსში, რომელსაც სავარაუდოდ, ტურისტები გუდაურში გადაჰყვადა, საქართველოს მოქალაქე არცერთი არ იყო. უცნობია რა გახდა მისი წყალსაცავში გადავარდნის მიზეზი. დაშავებულებს შორისაც რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მაშველებმა 6 დაშავებული გადავარდნილი მიკროავტობუსიდან უკვე ამოიყვანეს და ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადანაწილებულები.  

„მიკროავტობუსი, რომელიც გუდაურში მიდიოდა, ტურისტებით იყო სავსე. დედა-შვილია გარდაცვლილი. 12 წლის მოზარდი და მისი დედა. ასევე საავადმყოფოში დუშეთში კლინიკაში შეყვანისთანავე ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. 

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ 5 მგზავრია, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვას მოქალაქეები არიან. ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა, წყალსაცავში გადავარდა. რაც შეეხება მძღოლს, არ ვიცით ქართველია, თუ ისიც უცხოეთის მოქალაქეა. როგორც მაშველები ამბობდნენ, მიკროავტობუსში საერთო ჯამში 8 ადამიანი იმყოფებოდა“, - ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დუშეთის კლინიკაში კი აცხადებენ, რომ 6-მდე დაშავებული უცხოეთის მოქალაქე შეიყვანეს. ისინი მოლდოვეთის მოქალაქეებია არიან. აქედან სამი არასრუწლოვანია, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა. ხოლო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა, გულმკერდის არეში მძიმე დაზიანებები ჰქონდა და მალევე გარდაიცვალა. 

„დედა-შვილია, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა და ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მათ კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებათ. ასევე, მამა-შვილი არიან და მათ შედარებით მსუქბუქი დაზიანებები  აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ, მათაც თბილისში გადავიყვანთ. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გულმკერდის-არეში მძემე  დაზიანებები ჰქონდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი გადარჩენა ვერ შევძელით“, - ამბობს ექიმი ქეთი გვენცაძე.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×