ელზა პაპოშვილი
13.10.2021

უმძიმესი ფაქტი შიდა ქართლში, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს, საკუთარი არასრუწლოვანი შვილიშვილის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო მსხვერპლი 13 წლის  გოგონაა, რომელმაც მომხდარის შესახებ დედას მოუყვა. გოგონას ბაბუა  უკვე დაკავებულია. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ემუქრება. 

„რეზონანსთან“ ადგლობრივები მომხდარის შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ მამაკაცის მხრიდან მსგავსი საქციელის ჩადენა მათთვის წარმოუდგენელია. დაკავებულს დადებით ადამიანად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მისთვის არასრუწლოვანებზე ძალადობის ან სხვა ფაქტი არასდროს შეუმჩნევიათ. დაკავებული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა.  

უცნობია ჯერჯერობით გამოძიებას მის წინააღმდეგ რა მტკიცებულებები აქვს. გოგონამ დედას საზარელი დანაშაულის შესახებ მას შემდეგ მოუყვა, რაც ის შეუძლოდ გახდა. ბავშვის ექიმთან მიყვანის შემდეგ კი გაირკვა, რომ მასზე სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დამატებით მტკიცებულებების მოსაპოვებლად მოკვლევა მიდის. დამატებით ინფორმაციის გახმაურებისგან უწყება ამ ეტაპზე თავს იკავებს. 

მომხდარის შესახებ მეზობლები ამბობენ, რომ მათ ორი დღის წინ შეიტყვეს, როდესაც მათ უბანში პოლიცია მივიდა და მამაკაცის საცხოვრებელი სახლი იკითხა. მათ ამ ფაქტის დაჯერება უჭირთ და მომხდარით შოკირებულები არიან. 

„ორი დღის წინ ღამე უბანში პოლიცია მოვიდა. მის სახლს კითხულობდნენ. გაგვიკვირდა, რა უნდა  მომხდარიყო. ტაქსის მძღოლად მუშაობს და ვიფიქრე ავარია ხომ არ მოუხდა. მერე გავიგეთ, რომ შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდეებით დაუკავებიათ. 

“შოკში ვართ, წარმოდგენა არ მინდა თუ ეს რეალობას შეესაბამება. არ ვიცი, წლებია ამ კაცს ვიცნობ და მისგან რაიმე ცუდი არასდროს გამიგია. მეოჯახე ადამიანი, რომელიც ოჯახს ასე შრომით ინახავდა. მე არ მჯერა, ეს რომ დაუმტკიცდეს, არ ვიცი, ასე ორმაგი ადამიანი როგორ შეიძლება იყო?“,-უყვება „რეზონანსს“ დაკავებული მამაკაცის მეზობელი.  

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ დაკავებული მამაკაცი გადარეული და მზრუნველი  პაპაა, რომელმაც უმამოდ დარჩენილი შვილიშვილები დაზარდა. მას უკვირს, თუკი ეს ამბავი მართალია, მათ გარშემო ასეთი  შენიღბული როგორ ცხოვრობდა. ის პოლიციამ სახლის ჩხრეკას დაასწრო და მაშინ გაიგო მას რას ედავებოდნენ. 

„პოლიცია მოვიდა, ამ კაცის გვერდით  ვცხოვრობ. კარზე დამიბრახუნეს - გამოდი სახლი უნდა გავჩხრიკოთო. გავგიჟდი რა ხდება - მეთქი. მივედი, დავესწარი და მაშინ გავიგე რასაც ედავებოდნენ. 

“მთელი ღამეები არ მძინავს, ეს რომ მართალი აღმოჩნდეს, ჯერ ბავშვის მდგომარეობა  წარმოიდგინეთ და ახლა ამ ოჯახის. თუ ტყუილია კიდევ, კაცს ამხელა თავსლაფის დასხმა წარმოუდგენელი იქნება. თავად კატეგორიულად უარყოფს და შოკშია. 

“გადარეული პაპაა, რომელმაც უმამო შვილიშვილები ასე წვალებით დაზარდა. ძვირფასი მამამთილი, ძალიან ცუდად ვარ, ამას ვერ დავიჯერებ. მთელი სოფელი ფეხზე დგას და ყველა გაიგნებული ვართ.  

“მეოზბლური, მეგობრული კაცი. ბავშვებთან კი არა დიდებისკენ ცუდად არასდროს გაუხედია. ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენო. დედისთვის  თავად მოუყოლია. არ ვიცი  ეს ამბავი როგორ დასრულდება“,- ჰყვება მეზობელი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×