ია აბულაშვილი
01.10.2021

სააკაშვილი არ არის ამ მნიშვნელობის ფიგურა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს, აცხადებს რეჟისორი ნუკრი ქანთარია და დარწმუნებულია, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის.

პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, რომ სააკაშვილის თვითმფრინავს მიეცეს საშუალება მშვიდობიანად დაჯდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში „უმწვავეს ბრძოლას გააგრძელებს". ჩარკვიანი ქვეყნის პირველ პირს და პირველ პოლიციელს შეხვედრას სთავზობს, რათა ერთად გაიარონ, როგორ დახვდნენ ექსპერტეზიდენტს. „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია კი თაკო ჩარკვიანს სთხოვს ხალხიც ჩააყენოს საქმის კურსში, საქართველოს რომელ აეროპორტში დახვდენენ სააკაშვილს.

„თქვენ მანდ თავები გაიტეხეთ, მე მზამზარეულზე ჩამოვალო, ეს ამ კაცს უკვე ჩვევაში აქვს, თვლა არა აქვს მერამდენედ აკეთებს ამას. სააკაშვილი რომ მშიშარა კაცია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ შეიძლება ამ ლაჩარმა კაცმა ერთხელაც გადაგას ეს ნაბიჯი, რაღაც გარანტიებს ჩამოეკიდოს, მაგრამ სააკაშვილი ამ მნიშვნელობის ფიგურა არ არის, რომ საქართველოში სამოქალქაო დაპირისპირება მოხდეს. ოპოზცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყოველთვის აწყობს პროვოკაციებს და ამას უკვე შევეჩვიეთ. ამ არჩევნებზეც იქნება უსუსური მცდელობა მათი მხრიდან მოაწყონ არეულობა, მაგრამ არ გამოუვათ," - განაცხადა „რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×