ია აბულაშვილი
01.10.2021

სამწუხარო ის იქნება, რომ ამ ცრუ მოლოდინის გამო საფრთხე არ შეექმნას ქვენისთვის ისეთი მნიშვნელოვან პროცესს, როგორც თვითმმართველობის არჩევნებია, რომელმაც თითოეული ჩვენი მოქალაქის პრობლემები ადგილზე უნდა გადაჭრას, აცხადებს აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავარ საკითხს შედგეს - 2 ოქტომბრის არჩევნები.

„მიშა არ ჩამოვა, ის ავანტურისტია, უკვე მომზადებული ექნება ტექსტი, რატომ არ ჩამოვიდა. არ გაუჭრდება იცრუოს, რომ კიევის აეროპორტში მოხდა შეფერხება, არ აუშვეს ტრაპზე. ან თქვას, რომ თბილისის აეროპორის ნაცვლად თვითმფრინავი ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დასვეს და მერე უკან გააბრუნეს. თავადაც კარგად იცის, რომ მის დასახვედრად თავს არავინ მოიკლავს და მთელი საქართველო მიშას არ ელოდება. ისიც კარგად იცის, რომ საკუთარი აქტივისტების მეტი არავინ დახვდება.

მიშას ჩამოსვლა-ა ჩამოსვლა ჩემთვის საინტერესო არ არის, მე მაწუხებს ერთი რამ, საფრთხე არ შეექმნას ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც პრობლემები უნდა გადაუჭრას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ადგილზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე საუბრობდა მხოლოდ „ოცნება". ოპოზიციისგან ერთი განცხადებაც ვერ მოვისმინე, რას ჰპირდება ხალხს, მხოლოდ იმას ამბობენ, ჩვენ მოვალთ და თქვენ გაგყრითო.

ოპოზიცია 2 ოქტომბრის შემდეგ არეულობისთვის ემზადება. მათ დღის წესრიგს არ უნდა ავყვეთ, მშვიდობიანად ჩავატაროთ ეს არჩევნები, მხოლოდ ეს გააქრობს იმ მოლოდინს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ აირევა" - განაცხადა „რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×