ხატია ბერიძე
30.09.2021

კოვიდის მეხუთე ტალღა, სპეციალისტების თქმით, საქართველოში ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. მათი შეფასებით, ვაქცინაციის ამ ტემპის გაგრძელების შემთხვევაში კოვიდის ახალი ტალღა ძალიან მძიმე იქნება და კვლავ ინფიცირებულთა მაღალ რაოდენობას - დღეში დაახლოებით 5 000-იან ნიშნულს დავუბრუნდებით.

სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდის შემდეგ მეხუთე ტალღასთან დაკავშირებით სეროპრევალენტობის მონაცემებს საქართველოს მაგალითზე განიხილავს და აკეთებს დასკვნას, რომ კოვიდის ახალ ტალღას ქვეყნის მოსახლეობის 60% სრულიად დაუცველი ხვდება, რაც მეხუთე ტალღის აღმავლობას განაპირობებს.

„კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5%-მა (613 ათასმა ადამიანმა). მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი ორმაგდება არადიაგნოსტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე, ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!

„აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21%-მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა.

„გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 60% სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!

„წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!" - წერს კულუმბეგოვი.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე კი ,,რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ იზიარებს კულუმბეგობის იმ მოსაზრებას.

,,კოვიდის ახალი ტალღა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ადამიანს ავცრით ამ ერთი თვის განმავლობაში, ეს განაპირობებს ეპიდემიოლოგიურად გვექნება რთული ზამთარი თუ არა. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ზამთრის ტალღას მომზადებული შევხვდეთ, მაგრამ თუ ვერ შევძლებთ ამ ერთი თვის განმავლობაში აცრის რაოდენობის გაზრდას მაშინ ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური ზამთარიგვექნება და შესაძლოა კვლავ 5000-იან ინფიცირებულთა რიცხვს მიუახლოვდეთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×