თეონა ვეშაგური
29.09.2021

ქვეყანაში არ არის სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება, თუმცა სწავლის შენობებში განახლება სწორი გადაწყვეტილებაა. დისტანციური სწავლება ვერ ანაცვლებს საკლასო ოთახებში სწავლებას. ამიტომ, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია კიდევ ერთ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას აგვაცილებს თავიდან - აცხადებს „რეზონანსთან" ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს.

„ქვეყანაში ეპიდემოლოგიური ვითარება კვლავ რთულია და რისკის შემცველია ეპიდემიის გავრცელების მხრივაც. მაგრამ ფაქტია, რომ დისტანციური განათლება ვერ ცვლის საკლასო ოთახებში სწავლას, ამიტომ ადრე თუ გვიან სწავლა მაინც უნდა განვაახლოთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა რეგულაციის მაქსიმალური დაცვა მოხდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ადამიანთა 85%-მა ატაროს პირბადე, ასევე აუცილებელია როგორც პედაგოგების ისე მშობლების ვაქცინაციაც.

„კარგი იქნება, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ მშობლის ნებართვით 12 წლიდან ბავშვთა ვაქცინირებას. როგორც უკვე რამდენიმე ქვეყანაშია მიღებული.

„12-16 წლიდან ბავშვთა ვაქცინაცია, პედაგოგებისა და სტუდენტების მაქსიმალური აცრა, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და პირბადის ტარება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქების კიდევ ერთი ტალღა ავიცილოთ ზამრის პერიოდში," -განაცხადა ზოიძემ.

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო გასართობი ცენტრები", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 31 აგვისტოს გამოცხადდა, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში განახლდებოდა, ხოლო 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში.

ამასთან, აღინიშნა, რომ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში დაიწყებოდა, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×