ელზა პაპოშვილი
28.09.2021

ყვარელში პოლიციამ თაღლითური ჯგუფი გამოააშკარავა, რომელიც ღვინის ქარხნებში  ყურძნის წონას აყალბებდნენ და დიდი ოდენობით თანხებს ითვისებდნენ. ისინი ყურძნის ჩაბარებისას ქარხნის ელექტრონულ სასწორზე მანიპულაციის საშუალებით ციფრებს ცვლიდნენ. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საუბარია ყვარელში არსებულ ღვინის ქარხნებზეა, საიდანაც ჯამში მათ საკამოდ სოლიდური თანხის მოპარვა შეძლეს. ისინი ყურძენს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ყიდულობდნენ, შემდეგ კი ქარხნებში აბარებდნენ. ფარულად მათ  მიერ დაყენებული დისტანციური პულტის მეშვეობით კი სასწორზე იმაზე მეტ წონას აჩვენებდნენ, ვიდრე ეს რეალურად იყო. როგორც ყვარლელები „რეზონანსთან“ ყვებიან, ეს ადამიანები მსგავსი თაღლითობის გამო მსაჯვრს ადრეც იხდიდნენ. 

„როგორც გავიგეთ, 4-მდე ადამიანია დაკავებული. სავარაუდოდ, მათ ყვარლის ქარხნებში არსებულ ელექტრო სასწორებზე დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა დაამაგრეს და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ანუ ნაყიდი ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას. 

„მიჰქონდათ ყურძენი და აწონვის დროს იმაზე ორჯერ მეტს ხელოვნურად აჩვენებდნენ, ვიდრე ეს რელურად იყო. არ ვიცით სხვა ადამიანები არიან თუ არა ამ თაღლითობაში ეჭვმიტანილები, მაგრამ ფაქტია - ამხელა სქემას მხოლოდ 4-ადამიანი ვერ შეიმუშავებდა და ვერც მის განხორციელებას შეძლებდა. 

„რამდენიმე ათას ლარზეა საუბრი. ამიტომ არაა გამორიცხული მათ წილში ქარხნის თანამშრომლებიც ჰყოლოდათ. ამდენი ხნის განმავლობაში როგორ ვერავინ დაეჭვდა, რომ რაღაცა თაღლითობას ჰქონდა ადგილი. ან ამ მოწყობილობის დაყენება დახურულ ქარხანაში როგორ შეძლეს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

პოლიციის ცნობით კი დანაშაულში მონაწილეობდა სულ 6 ადადმიანი, რომელთაგანაც 4 წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვისაა ნასამართლევი.

რაც შეეხება გამოძიებას , შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. 

„დაკავებულებს შორის არიან - 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც., 1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს.

„ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

„პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათვქმია პოლიციის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×