ხატია ბერიძე
24.09.2021

პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე ქვეყნებმა საზღვრებზე გარკვეული რეგულაციები დააწესეს. საქართველოდან, როგორც მაღალი რისკის ქვეყნიდან გამგზავრებისთვის მოქალაქეებს განსხვავებული რეგულაციების შესრულება უწევთ.ზოგიერთი ქვეყანა კი არ აღიარებს იმ ვაქცინებს რომლითაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი აიცრა.

ნიდერლანდების სამეფომ საკარანტინო რეგულაციები შეცვალა, რომელიც საქართველოსაც შეეხო, როგორც მაღალი რისკის ქვეყანას. ადრე ნიდერლანდებში ჩასვლისას სავალდებულო იყო ათ დღიანი კარანტინის გავლა ახლა კი საქართელოს მოქალაქეებს, ვინც ვაქცინირებულია კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.კარანტინისგან გასათავისუფლებლად საქართველოს მოქალაქეს თან უნდა ჰქონედეს კოვიდ ბარათი და საკარანტინო დეკლრაცია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გახსნილია სომხეთის სახმელეთო და საჰაერო საზღვრები.ამ დროისთვის თბილისსა და ერევანს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც ფუნქციონირებს.სომხეთში გასამგზავრებლად მგზავრებს 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სჭირდებათ.

აზერბაიჯანს გახსნილი მხოლოდ საჰაერო საზღვარი აქვს, მაგრამ აქ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. აზერბაიჯანში გამგზავრება მხოლოდ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულოების თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ, ასევე მოქალაქეებს რომლებიც ფლობენ აზერბაიჯანში მუშაობის უფლებას ან აქვთ დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა.ასევე აზერბაიჯანში გამგზავრება შეუძლიათ მათ ვისი ოჯახის წევრებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

საქართველოდან თურქეთში გახსნილია, როგორც საჰაერო ასევე სახმელეთო საზღვრები, სადაც საჭიროა წარადგინო ცნობა ორი კვირით ადრე გაკეთებული აცრის შესახებ ან ბოლო 72 საათში PCR ტესტს უარყოფითი შედეგი.

რუსეთში გამგზავრება მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმებით ხდება ესენია:სამუშაო ვიზა, ბინადრობის უფლება, სამკურნალოდ წასვლა, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა და სხვა მსგავსი კრიტერიუმები. ასევე აუცილებელია PCR-ტესტის უარყოფითი შედეგი მაგრამ, იქ ჩასული ყველა მოქალაქე ორ კვირიან თვითიზოლაციაში გადადის.

გერმანია, ლიეტუვა, პოლონეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვენია ევროპის ამ ქვეყნებში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს გაკეთებული უნდა ჰქონდეთ 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტი ან ვაქცინირებული იყვნენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინებით. ევროპის მედიკამენტების სააგენტო საქართველოში შემოსული ვაქცინებიდან მხოლოდ Pfizer-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების აღიარებს.

Sinopharm-ს და Sinovac-ს აღიარებენ :საბერძნეთი, უნგრეთი, ავსტრია, ესტონეთი, ბულგარეთი.

ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, პორტუგალია, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი ამ ქვეყნებში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ შეზღუდულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×