თამთა ჩაჩანიძე
24.09.2021

„თალიბანის" პოლიტიკური ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი „ტვიტერზე" მისი მთავრობის ვიცე-პრემიერ აბდულ ღანი ბარადარისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლების წარმომადგენელს" ალექსეი მაქსიმოვს შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს, ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამ ფაქტს საკმარისზე მეტად სერიოზულს უწოდებს და ეჭვობს, რომ მასში დიდი ალბათობით რუსეთის დიპლომატიაა ჩარეული,რადგან თალიბანთან არაფორმალურად ითანალშრომლოს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე „ორივე ქვეყანასთან" დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს. რამდენიმე კვირის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი მაქსიმოვი ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს და რუსეთში „სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად" დანიშნეს.

„მემგონი მაგას რუსეთის დიპლომატია ჩალიჩობს, რომ თალიბებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარონ, როგორც ჩანს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიას იყენებს როგორც რბილი ძალის ერთერთი ინსტრუმენტს, ანუ ამით თალიბებთან გავიდეს და ურთიერთობები დაამყაროს, რადგან თვითონ რუსეთის ფედერაციას პირდაპირ გასვლა არ შეუძლია, ოფიციალურად რუსეთის უზენაესმა სასამართლომ თალიბანი აღიარა, როგორც ტერორისტული ორგანიზცაია და ბუნებრივია მათთან ოფიციალური კონტაქტით შეზღუდულია.

„მაგრამ მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაცია თალიბებთან დე ფაქტოდ თანამშრომლობს, ამას მოწმობს ისიც, რომ თალიბანის დელეგაცია მოსკოვში იყო და ლავროვს შეხვდა და ახლა საკმაოდ სერიოზული მეორე შეხვედრა მზადდება, რამაც შესაძლოა ახალი თანამშრომლობის ფორმები ჩამოაყალიბოს.

„როგორც ჩანს რუსეთი თავიანთ სეპარატისტულ გოშიებს იყენებს, არ გამოვრიცხავ, რომ დე ფაქტო აფხაზეთმაც იგივე ნაბიჯი გადადგას და ამათი მეშვეობით რუისებმა თალიბებთან პირდაპირი ურთიერთობები დაამყარონ, მათი მეშვეობით განახორციელოს ის, რისი განხორციელებაც მოსკოვს თვაისივე სამართლებრივი შეზღუდვის გამო არ შეუძლია, ესაა რუსული ჭკვიანი ძალის ვარიანტი, არ გამოვრიცხავ იმასაც რომ თალიბანსა და თვითაღიერებულ ცხინვალს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს, თუ მართლაც ასე მოხდა, შესაძლოა იარაღის კონტრაბანდა წავიდეს, 85 მილიარდი დოლარის იარაღი დაუგროვდათ, ასევე თალიბებმა ნარკოტიკები გადაისროლონ, არაა გამორიცხული რომ ლტოლვილთა ნაკადიც ჩვენსკენ წამოვიდეს.

„ევროპას და ამერიკას თავიანთი პრობლემები აქვთ და შეშფოტების მეტი ახლა შესაძლოა არც არაფერი გამოხმაურება ჰქონდეს, ჩვენთვის არავის არ სცელა, ეს სიტუაცია კი საკმაოზე მეტად სერიოზულია,"- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×