ახალი დეტალები და მესამე შესაძლო ეჭვმიტანილი ნიკა კვარაცხელიას სასტიკი მკვლელობის საქმეში
ელზა პაპოშვილი
18.09.2021

15 სექტემბერს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს მანამდე თბილისში, ფიქრის გორაზე მომხდარ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან. გარდა ამისა, უშუალოდ კვარაცხელის მკვლელობაში შესაძლოა კიდევ ერთი თავდამსხმელი ფიგურირებდეს, რომელიც ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. 

15 სექტემბერს ფიქრის გორაზე მომხდარი მკვლელობა შსს-მ გახსნილად გამოაცხადა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

პოლიციამ ძებნა გამოაცხადა ორ ეჭვმიტანილზე - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეზე, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ მკვლელობის შემდეგ საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

ამის პარალელურად, მედიაში მკვლელობის მოტივებსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები განიხილება.

ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა აზერბაიჯანიდან ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დაუკვეთეს, რაც გარდაცვლილის მამის, ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გია კვარაცხელიას მიმართ შურისძიებას უკავშირდება. მეორე ვერსიით კი,ვერაზე მომხდარი მკვლელობა 20 წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

„კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია 2001 წელს ის  მოსკოვში ხელნაკეთი ბომბით ააფეთქეს. მაშინ გავრცელდა ვერსია, რომ მკვლელობასთან შეხება ჰქონდა გიაკვარაცხელიას. თუმცა კვარაცხელიას ახლობლები ამბობენ, რომ ეს გაუგებრობა იყო და მაშინ ოჯახები შერიგდნენ. გია კვარაცხელია ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. 

თუმცა, ასევევ ვრცელდება ცნობა, რომ ახლა გიაკვარაცხელიასთან ბიზნეს წილებთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ 20 წლის წინ მოკლული დავით კაკულიას ვაჟებს, დათა და გუგა კაკულიებს და, შესაძლოა, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაც ამას უკავშირდებოდეს.

ამასთანავე,საკმაოდ საყურადღებო ფაქტია, რომნიკა კვარაცხელიას დაჭრიდან რამდენიმე საათში წყნეთში ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, სავარაუდოდ, დაპირისპირება ნიკა კვარაცხელიას ჩაცხრილვასთან კავშირში უნდა იყოს, რადგანაცკაკულიებს სახლი წყნეთშიც აქვთ და სროლაც სწორედ ამ სახლთან მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 50 წლამდე ქალი, რომელიც შემთხვევითი გამვლელი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეებს შორის კავშირთან დაკავშირებით ჯერჯერობით დუმს.თუმცა სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს უშუალო ე.წ. ქილერი და მისი დამხმარე. ასევე არაა გამორიცხული, რომ მკვლელობაში კიდევ მესამე პირი ფიგურირებდეს, რომელმაც ადგილიდან გაქცეული დამნაშავე ავტომობილით გაიყვანა. 

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, უშუალოდ ვინც კვარცხელიას ესროლა, 20 წლის კაკი ჭელიძეა, ხოლო მისი დამხმარე გიორგი კავილაძეა. ასევე შესაძლოა იყოს მესამე პირიც, რომელმაც ჭელიძე ავტომობილით შემთხვეის ადგილიდან გაიყვანა. არაოფიციალური ინფორმაციით,ისინი დათა და გუგა კაკულიების მეგობრები არიან. 

„შუადღის  4 საათი იქნებოდა, როცა სროლის  ხმა გავიგონე. აივანზე გამოვედი, რა ხდებოდა მაინტერესებდა. ალბათ ასე ცხრა გასროლის ხმა იყო. აივანზე ჩემი გამოსვლაიყო და  დავინახე იასამნისფერ პერანგში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ყავისფერი თქმა ჰქონდა, კეპი ეხურა, მაგრამ თმა  მაინც უჩანდა. მუქ სედანში ჩახტა. იმდენად აღელვებული იყო, რომ კარი ძლივს გააღო. ავტომობილი სწრაფად დაიძრა და ნიკოლაძეს კოსტავას მიმართულებით ჩაუყვა. სედანი ძველი და მუქი ლურჯი იყო. 

„მეორე თავდამსხმელიც იყო, ისიც ახალგაზრდა, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია, რადგანაც ის უფრო სწრაფად გაიქცა და სავარაუდოდ, ვარაზისხევის მიმართულებით გარბოდა. ეს თავდასხმა სასტუმრო „ილიანის“ კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინა. 

„მერე დაბლიდან  ხალხის ჩოჩქოლის ხმა გავიგონე. ყვიროდნენ ბიჭია დაჭრილიო. მივხვდი, რომ ეს ორი თავდამსხმელი იყო, რომლებმაც ბიჭს ესროლეს. ორივე ახალგაზრდები, სპორტული აღნაგობის იყვნენ. ამის მერე გავიგეთ, რომ ეს დაჭრილი ე.წ. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას შვილი იყო. სამეზობლოში პოლიციამ ყველა დაგვკითხა“,-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“ საუბრისას. 

რაც შეეხება კაკულიების ოჯახს, ისინი ამ მძიმე ბრალდებებს ჯერჯერობით არ ეხმაურებიან და დუმილს ინარჩუნებენ. თბილისშიდაწყნეთში, 20 წლისწინმოკლულიე.წ. კანონიერიქურდისდავითკაკულიასსახლებში არც მისი შვილები და არც ცოლი არ ჩანან. 

ერთადერთი, ვინც 22 წლისბიჭისსასტიკიმკვლელობისგავრცელებულვერსიასუარყოფს, კაკულიებისოჯახისმოძღვარია. ისადასტურებსმამების - ორი ე.წ.„კრიმინალურიავტორიტეტის“,გიაკვარაცხელიასადადავითკაკულიასკონფლიქტს, თუმცაამბობს, რომდაპირისპირებაშერიგებითმანამდასრულდა, ვიდრეკაკულიასმოსკოვშიააფეთქებდნენ. მამალევანფირცხალაიშვილიკაკულიასშვილებისმხრიდანკვარაცხელიასშვილზემამისგამოანგარიშსწორებისვერსიასგამორიცხავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×