ელზა პაპოშვილი
08.09.2021

ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია თბილიში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე  33 წლის მამაკაცია. შსსს ბრალდებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, არაფერი თქმულა მოტივსა და მსხვერპლთან მის კავშირებზე. სპეციალურ ბრიფინგზე მხოლოდ იმ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რაც სამართალდამცველებმა ჩაატარეს. დაკავების საფუძველი სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაა. თუმცა „რეზონანსისთვის“  დაკავებულის ვინაობა ხდება ცნობილი. ის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა რაფაელ მურსაკულოვია.  მკვლელობის მოტივად კი ძარცვა სახელდება. ბრალდებულს გოგონასთვის "აიფონ-12"-ის წართმევას ცდილობდა.  როგორც ირკვევა დაკავეებული გოგონას მეზობელია, რომელიც ასევე გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. თუმცა ადგილობრივებს დაკავების ფაქტი არ გაუგიათ და ეს მხოლოდ მედიით შეიტყვეს. 

ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე 31 ივლისს იპოვეს. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.   

გამოძიების  ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა შანა ბრუკის მკვლელობის მოტივი, ან იცნობდნენ თუ არა მანამდეს ერთმანეთს მოკლული და ეჭვმიტანილი. როგორც თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცი, შანა ბრუკი შესაძლოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებამ უარყო და განაცხადა, რომ გოგონაზე სექსუალური ხასიათის ძალადობა არ ყოფილა.  

გოგონას  მეზობელი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  სავარაუდოდ, ბრუკმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია. ამიტომაც მას სხეულზე პლასმასის დანით ჭრილობები აქვს მიყენებული. ფაქტიურად თავდამსხმელსა და გოგონას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბრუკის ჭრილობები ყელის არეში აღენიშნება. 

„არ ვიცით ვინ არის დაკავებული ან რა მოტივი ამოძრავებდა. სამეზობლოში არავინ დაუჭერიათ,  ამიტომაც ამ უბნელი ვერ იქნება. არც პოლიცია გვინახავს კარგა ხანია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ფოტორობოტი ჰქონდათ და ვიღაცას ეძებდნენ. 

„სავარაუდოდ, ადგილობრივი არაა. როგორც ვიცით, ვიდეო კამერების ჩანაწერებით იდენტიფიცირება შეძლეს. სხვა ჩვენც არაფერი ვიცით. მხოლოდ ის გავიგე, რომ სექსუალური ძალადობა არ ყოფილა. ის პლასმასის დანით არის მოკლული. როგორც ამბობენ, იმდენად ბევრი სამხილი ჰქონდა შემთხვევის ადგილას დატოვებული, რომ პოლიციას იდენტიფიცირება არ გაუჭირდა. ანუ პროფესიონალი მკვლელი არ არის.

„რა მოხდა და რა არის მკვლელობის მოტივი, გაუგებარია. ერთი ისაა, რომ სადაც მიცვალებული იპოვეს, იქ არ მოუკლავს. სხეული წამოღებული  და ბუჩქებში  დამალული აქვს. იცნობდნენ ერთმანეთს თუ არა, ესეც არ ვიცით“, - ამბობს შანა ბრუკის მეზობელი.

მოკლული ქალის ძმა უცხოურ გამოცემასთან  მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ის შანაის საქართველოში ცხოვრების შესახებ საუბრობს და ყვება, რომ მას  საქართველო  ძალიან უყვარდა.  

„ჩემს დას საქართველო ძალიან უყვარდა. ის ამ ქვეყნით და ხალხით მოხიბლული იყო. ვნახე ქართველი ხალხი მის გარდაცვალებას როგორ განიცდიდა და პასუხისმგებლობას მის წინაშე გრძნობდნენ. 

„ჩვენს ოჯახს ქართველების და საქართველოს მიმართ არანაირი ცუდი დამოკიდებულება არ აქვს. შანაი ამ  ქვეყანაში ძალიან ბედნიერი იყო. პირიქით, მინდა ქართველებს და მის მეგობრებს მადლობა გადავუხადო. მისი დაკარგვის წუთიდან სამძებრო ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართული. ასევე მადლობა პოლიციას და საგამოძიებო ჯგუფს, რომელთა დაუღალავი შრომითაც მკვლელი ნაპოვნია. ჩვენ ამ ქვეყნის და ხალხის მიმართ მადლიერები და მოვალეები ვართ,“ - ამბობს მოკლული ქალის ძმა, ტისონ ედვარდსი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×