ელზა პაპოშვილი
07.09.2021

80 წლის მოხუცის მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი-24 აგვისტოს ის სავარაუდოდ,  23 წლის მეზობელმა გოგონამ მოკლა. დოდო ჯანგულაშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. ის ჩვენებაში დეტალურად ყვება, მოხუცი როგორ და რა ვითარებაში მოკლა. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ გოგონა სახლში ფულის მოსაპარად შევიდა და მას მოხუცმა ფაქტზე  წაასწრო, რომელსაც თავი ჯერ რკინის ჭიქით, შემდეგ  კი ჩაქუჩით გაუტეხა. 

23 წლის დოდო ჯანგულაშვილს, რომელსაც 2 შვილი ჰყავს,  გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. ჩვენებაში, ბრალდებული დეტალურად აღწერს, 80 წლის მეზობელი რა ვითარებაში მოკლა. 

მოხუცის მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ის  მარტოხელა იყო და გოგონა მის  მეზობლად ცხოვრობდა. მას პენსია და სოციალური დახმარება ჰქონდა, რომელსაც აგროვებდა, უბნის ცხოველების და თავის გამოსაკვებად იზოგავდა. მშვიდი, უწინარი და მოსიყვარულე მოხუცი იყო. ამიტომ ისინი გოგონაზე რაიმე სახის ძალადობას მოხუცის მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავენ. 

„ერთი თვის წინ ამირან ბაბუამ ფული დაკარგა. არ ვიცი რამდენი ჰქონდა, მაგრამ თქვა, რომ პენსიას და სოციალურ დახმარებას აგროვებდა. ალბათ თვეში ასე 300-ლარამდე თუ იღებდა. იმასაც ცხოველების გამოსაკვებად ანაწილებდა. 

„საოცრად საყვარელი მოხუცი იყო. წყნარი, სათნო და უწყინარი. მეზობლებსაც ძალიან გვიყვარდა. როგორც ჩანს, ეჭვი ამ გოგონაზე გაუჩნდა. მასთან ის შედიოდა და კონტაქტობდა. ვითომ უვლიდა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ძარცვავდა. 

„მოხუცმა  პოლიცია  გამოიძახა და გამოძიება ქურდობის  მუხლით დაიწყო. ეტყობა 24 აგვისტოსაც გოგონამ დაიგულა მოხუცი სახლში რომ არ იყო და  კვლავ საქურდავად შევიდა. ამირან ბაბუამ ის ფაქტზე  გამოიჭირა. სწორედ ამის დასაფრად  სასტიკად მოკლა. არ ვიცით რა ვთქვათ, იმდენად მძიმე ფაქტია“, - ამბობს „რეზონანსთან“ მოკლული მოხუცის მეზობელი.

გოგონა კი თავის ჩვენაბაში დეტალურად აღწერს, 80 წალის მოხუცი როგორ და რა ნივთის გამოყენებით მოკლა.    

„გრძელტარიანი მეტალის ჭურჭელი, ე.წ. "კრუშკა" ავიღე მარცხენა ხელით და ჩავარტყი ამირან პაპუაშვილს თავში... ამირანი წამოიწია და სცადა წამოდგომა, რა დროსაც ის ინერციით წამოვიდა ჩემსკენ და ხელებით დამიწყო ტანზე და ფეხებზე მოჭიდება. 

„ვინაიდან მე ვიყავი აღელვებული და მინდოდა მისი მოშორება, ავიღე იქვე იატაკზე დაგდებული ჩაქუჩი, რომელიც მოვუქნიე მას და ჩავარტყი თავში, რა დროსაც ამირანის თავიდან იფეთქა სისხლმა და ის მოწყვეტით დაეცა ძირს გულ-მკერდით და ჩაემხო იატაკზე დაყრილ არეულ ნივთებში,“ - აცხადებს ჩვენებაში  ბრალდებული. 

გოგონას ჩვენებიდან ირკვევა, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი მოხუცის კუთვნილი პენსიის დაუფლება იყო. ამიტომ გამოძიება ქურდობის ფაქტზეც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მოხუცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის ქალს ბრალი სხვა მუხლითაც დაუმძიმდეს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×