თეონა ვეშაგური
05.09.2021

„სამწუხარო ტენდენციას წარმოადგენს ბოლო 10 დღის მანძილზე აცრილთა რაოდენობის კლება. ამ ფაქტმა შესაძლოა დიდი რაოდენობის ვაქცინის უმოქმედოდ დატოვება განაპირობოს. ამიტომ აუცილებელია მოსახლეობის დარწმუნება და ინფორმაციული კამპანიის ჩატარება როგორც მედია საშუალებების, ისე სამედიცინო პერსონალის მხრიდან", -ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე საუბრობს.

აგვისტოს შუა რიცხვებში ქვეყანაში საშუალოდ დღეში 28-30 ათასი აცრა კეთდებოდა, თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს რიცხვი თანდათან მცირდება და თნდათან უახლოვდება 20 ათასს.

„უკვე იწურება იმ აცრის მსურველთა რაოდენობა რომელთაც ჯერ კიდევ დეკრმბერში განაცხადეს თანხმობა ვაქცინის გაკეთებაზე და რჩება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გარკვეული კითხვები კვლავ გააჩნიათ ვაქცინაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

„აქტიური მუშაობა არის საჭირო ამ მოქალაქების დასარწმუნებლად. ინფორმაციული სამუშაოები უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ მედიითა და სოციალური ქსელებით, არამედ სამედიცინო პერსონალთან პირისპირ შეხვედრებითაც. აუცილებელია დაიგეგმოს სხვადასხვა წამახალისებელი აქციები.

„პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რომლებსაც ანტივაქსერები სვამენ და სწორი არგუმენტების საშუალებით მოხდეს საზოგადოების ვაქცინაციის სარგებლიანობაში დარწმუნება.

„სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ზოგოერთი ექიმი სწორედ ანტივაქსერული განცხადებებით გამოდის და საზოგადოებაში უნდობლობას აღვივებს სამედიცინო პერსონალის მიმართ.

„მსგავსი პრობლემა დაუდგა ისრაელსა და შეერთებულ სტატებსაც მას შემდეგ, რაც მოსახლეობის 60-70% აიცრა. ჩვენც ნელ-ნელა, სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოდან, დაგვიდგება ეს პრობლემა, როდესაც იქნება ძალიან ბევრი ვაქცინა და აღარ გვეყოლება აცრის მსურველი. რაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ მოგვიტანს კარგ შედეგს", -განაცხადა ძოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×