ელზა პაპოშვილი
21.08.2021

ჩხუბი და დაპირისპირება თბილისში - გმირთა მოედანზე ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. დაზარალების ინფორმაციით, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „რეზონანსთან“ ტრანსგენდერი ქალები ჰყვებიან, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა რა ეროვნების - ვერ გაარკვიეს. ისინი ინგლისურად საუბრობდნენ. 

დაზარალებუ;ლთა თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერც კი გაერკვნენ რა ხდებოდა. ტაქსიდან სამი  მამაკაცი გადმოვიდა. ერთ-ერთი კი, რომელსაც ლურჯი მაისური ეცვა, მოულოდნელად მათ მეგობარ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა, თმაში ხელი წაავლო და გზაზე თრევით  მიჰყავდა. ხოლო როდესაც ისინი საშველად მივიდნენ, მათ მეორე თავდამსხმელმა ბოთლი ესროლა. 

საბოლოოდ მათ მეგობარი გამოიხსნეს, თუმცა  ამის შემდეგ თავდამსხმელმა ტრანსგენდერი ქალი დაიჭირა, რომლისთვისაც დანით ჭრილობების მიყენება სურდა. სწორედ ამ დროს საპატრულო ეკიპაჟი გამოჩნდა. ტრანსგენდერებმა ყვირილი ატეხეს, რის შემდეგად თავდამსხმელმა დანა გადააგდო. 

დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ რეაგირება მხოლოდ მაშინ მოხდინა, როდესაც ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა მათ თვალწინ თვითმკვლელობა სცადა. 

„გოგოები ჩვენთვის ვიდექით. უცბად ავტომობილი გამოჩნდა. ტაქსიდან სამი მამაკაცი გადმოვიდა. ერთმა ჩემს მეგობარს თმებში ხელი წაავლო და ცემა დაუწყო. თმის თრევით  მიჰყავდა. ჩვენ დასახმარებლად გავიქეცით. მეორემ კი ბოთლი მესროლა და დავინახე, რომ ჯიბიდან დანა ამოიღო, მომვარდა და ჩემთვის ჭრილობების მიყენება უნდოდა. თუმცა ამის საშულება აღარ მიეცა, რადგანაც პატრული დავინახე და ყვირილი დავიწყე. მხოლოდ ასე გადავრჩი დაჭრას. უცხოელები იყვნენ და ინგლისურად საუბრობდნენ, სხვა ვერაფერი გავარკვიეთ.  

„ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. არ ვიცით ზუსტად რა ეროვნების იყვნენ. სამწუხარო ისაა, რომ თავდამსხმელებმა პატრულის თვალწინ დანა გადააგდეს და პოლიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდა. 

„ტელეფონი გამიტეხა, მაფურთხა და მაგინა. კრიმინალური პოლიცია ადგილზე მხოლოდ მაშინ გამოიძახეს, როცა თავის მოკვლა ვცადე. მერე დაინტერესდნენ რა და როგორ მოხდა. დააკავეს თუ არა, დეტალები აღარ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული „რეზონანსთან“ საუბრისას. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ გმირთამოედანზედაპირისპირებისფაქტზეპოლიციამადმინისტრაციულიწესითერთიპირიდააკავა. გამოძიებაკიძალადობის, 126-ემუხლითდაიწყო. შსს-ს სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×