ელზა პაპოშვილი
11.08.2021

უბედური შემთხვევა გურჯაანში-სოფელ ბაკურციხეში გზაზე არსებულ საკანალიზაციო ჭაში მამა-შვილი  62 წლის და 40 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ. თავდაპირველად  გზის პირას მდებარე ჭაში მამა  ჩავიდა, რათა წყალი მეზობელი უბნისთვის მიეწოდებინა. თუმცა, უჟანგბადობის გამო გაიგუდა. 

მამის არგამოჩენის შემდეგ კი ჭაში ჩასვლა და მისი დახმარება 40 წლის შვილმა სცადა, რომელმაც ვერც მამა გადაარჩინა და თავადაც უგონო მდგომარეობაში მაშველებმა ამოიყვანეს. მამა უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო  შვილის გარადარჩენა გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის კლინაში ვერ შეძლეს. მედიკოსების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს უჟანგბადობისგან გული გაუჩერდა და ის გზაშივე დაიღუპა. 

თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ წყლის სისტემის ჩასართავად  რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში თავდაპირველად შუახნის კაცი ჩავიდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა, მას შვილი ეძახდა, როდესაც პასუხი არ გასცა მიხვდა, რომ მამას რაღაც უჭირდა და თავადაც შიგნით ჩავიდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაციც უჟანგბადობის  გამო გაიგუდა. 

„გზის პირას არის წყლის კანალიზაცია. ჯერ 62 წლის კაცი ჩავიდა და წყლის გადამისამართებას სხვა უბანზე ცილობდა. თუმცა, ამოსვლა ვეღარ შეძლო. შვილი თავზე ედგა და ზემოდან უყურებდა. მამის ხმა რომ ვეღარ გაიგო დაუძახია - მამი როგორ ხარ ხომ კარგად ხარო. კაცმა არ უპასუხა და ისიც დაბლა ჩავიდა. 

“ორივე გაუჩინარდა. ხალხმა შორიდან დაინახა, რომ ჩასული მამა-შვილი არცერთი ზემოდ აღარ ამოვიდა. ატეხეს ყვრილი და მთელი ამბავი. დარეკეს სამაშველო  სამსახურში და პოლიციაში. მაშველებიც მალევე მოვარდნენ, მაგრამ მამა უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს და ბიჭი სუნთქავდა, მაგრამ გათიშული იყო. 

“სასწრაფომ გურჯაანის საავადმყოფოში წაიყვანა, მაგრამ გზაზე სასწრაფოში დაიღუპა. როგორც ჩანს გული გაჩერდა. უმძიმესი ტრაგედიაა, ასეთი უბედურება როგორ მოხდა ვერ ვიგებთ. ეს არის სოფლის სარწყავი ჭა, საიდანაც ადგილობრივები მიწებს რწყავენ. არ ვიცი რა უნდოდა, ამბობენ, რომ მეზობელი უბნისთვის წყალი უნდა გაეშვა“,-ამბობს სოფელ ბაკურცხის  მცოხვრები ენვერი ქუმსიშვილი „რეზონანსთან“   

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში კი აცხადებენ, რომ საავადმყოფოში არავინ არ შეუყვანიათ, რადგანაც მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მას უჟანგბადობისგან გული გაუჩერდა.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×