სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე გოგოხია
    18.09.2009

    პატიმრებიდან ზოგიერთი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ, თუმცა, დაწვრილებით ამის შესახებ სასამართლო დაკითხვის დროს აპირებენ საუბარს.
    მანამდე კი 15-მა პატიმარმა ქალმა უკვე მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე განცხადებით. სავარაუდოდ, პროკურატურის პასუხი დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.
    საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმება ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებას ითვალისწინებს. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პატიმრების მიერ ამ ეტაპზე ბრალის არაღიარება სულაც არ უშლია ხელს იმაში, რომ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ბრალი აღიარონ და მოინანიონ.
    შეგახსენებთ, რომ ქალთა და არასრუწლოვანთა დაწესებულებაში ციხის ბუნტი მიმდინარე წლის 19 აპრილს მოხდა. მაშინ ადმინისტრაციას სპეცრაზმის შეყვანაც კი დასჭირდა პატიმრების დასაშოშმინებლად. ბუნტის ორგამიზებისათვის და მასში მონაწილეობისთის 38 პატიმარ ქალს წაუყენეს ბრალი.
    ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატია შალვა ხაჭაპურიძე. თეონა საუსტინა სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის. მას 6 წელი აქვს მისჯილი, აქედან მხოლოდ ერთი წელი აქვს მოხდილი. ხაჭაპურიძის თქმით, მისი კლიენტი ამ ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებს. თუმცა, სხვების მსგავსად პროკურატურაში საპროცესო შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანას თავადაც აპირებენ. ადვოკატის თქმით, ამ განცხადებით პროკურატურას ისინი ხვალ მიმართავენ.
    "ჩემს კლიენტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში უწესრიგობის მოწყობაში მონაწილეობის მიღებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა დაწესებულების ქონების დაზიანებაში ედება ბრალი. ამ ეტაპზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და შემდეგ ვნახოთ. ის ამბობს, ბუნტის დროს მე ჩემს საკანში ვიყავი თანამესაკნესთან ერთად და ამ ყველაფრის შესახებ მოგვიანებით გავიგეო. როგორ დაიწყო და რანაირად ეს ბუნტი, მან პირადად არ იცის. დანარჩენ პატიმრებსაც ჯერ ჩვენებები არ მიუციათ.
    "15 პატიმარმა მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით. მე როგორც ვიცი, კიდევ აპირებს რამდენიმე, რომ პროკურატურას მიმართოს. ვერ გეტყვით ყველა აპირებს თუ არა.
    "15 სექტემბერს იყო სასამართლო პროცესი, სადაც ზოგმა თავი დამნაშავედ არ სცნო, ზოგმა ნაწილობრივ სცნო. მათ განმარტეს, რომ სასამართლო სხდომების დროს ვიტყვით კონკრეტულად რაში ვაღიარებთ თავს დამნაშავედო", - ამბობს ხაჭაპურიძე.
    მისივე თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია სასამართლო გამოძიებაზე, სადაც დადგინდება სიმართლე და პატიმართა ბრალეულობა.
    "წინასწარი გამოძიება ძალიან სწრაფად დასრულდა. ყველაფერი დამოკიდებულია საქმის სასამართლო გამოძიებაზე. პროკურატურა თავის პოზიციას აფიქსირებს და ამბობს, რომ სწორად აქვს გამოძიება ჩატარებული, რასაც საბრალდებო დასკვნაში ასაბუთებს. პროკურატურის ჯერია წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს დანაშაული, დაცვის მხარემ კი წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც დაცვის მხარის მოსაზრებით, დაადასტურებენ, რომ ამა თუ იმ პატიმარმა არ ჩაიდინა დანაშაული. ანუ სასამართლო გამოძიების დროს გაირკვევა ყველაფერი.
    "80-გვერდიანი საბრალდებო დასკვნაა. არ არის გამორიცხული, კონკრეტული პირის მიერ იყოს ჩადენილი დანაშაული", - ამბობს ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ ციხის ბუნტის შემდეგ იგი აღნიშნულ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ნორამლური მდგომარეობაა.
    შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იუირიდიული დახმარების მინისტრის განცხადებით, ბუნტის შემდეგ ის დაწესებილება, სადაც ბუნტი მოხდა, არაფრად ვარგა.
    "ამ ბუნტის შემდეგ მე ვიმყოფებოდი შესასვლელში, სადაც პატიმრები, პროკურორები, ადვოკატები შედიან. ნორმალურ მდგომარეობაშია. ადმინისტრაციაშიც ვიყავი რაღაც ცნობების ასაღებად და იქაც ნორმალური სიტუაციაა; წინასწარი დაკავების საკნები სადაც აქვთ, იქაც ნორმალური სიტუაციაა; ზონა სადაც მდებარეობდა, იქ არ ვიცი, არ ვყოფილვარ. არც გარედან ჩანს ვიზუალურად და ვერაფერს ვერ იტყვი," - დასძენს ხაჭაპურიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter