
თბილისში დიდი დიღმის სკვერში ადგილობრივებმა შენიშნეს, რომ შუა ხნის მამაკაცი ბავშვებს ეკონტაქტებოდა. კანფეტების ყიდვას და თან წაყოლას სთავაზობდა. ასევე ინტერესდებოდა მათი საცხოვრებელი ადგილით და ოჯახით. ვისთან ერთად ცხოვრობდა ბავშვი და სად იყვნენ მისი მშობლები. ის მათთან დაახლოვებას ცდილობდა და ბავშვებთან საეჭვო ურთიერთობით გამოირჩეოდა.
ამის შესახებ ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოციალურ ქსელში დიდი დიღმის ჯგუფშიც დაწერა. ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი სამართალდამცველები დაინტერესდნენ და ახალგაზრდა გოგონა გამოკითხეს. აღნიშნული მამაკაცის შესახებ დიდი დიღმის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ის ბავშვებთან უცანურ ურთიერთობაში არაერთხელ შეუმჩნევიათ. „რეზონანსთან“ მე-3 მიკრო რაიონის მცხოვრებლები მამაკაცის გარეგნობასაც კი აღწერენ და ამბობენ, რომ დაოჯახებულია. მის ხელზე ნიშნობის ბეჭედიც შენიშნეს და არ გამორიცხავენ, რომ ახლოს ცხოვრობდეს. მამაკაცი ჭაღარაა, მაღალი და თხელი აღნოგობა აქვს.
„რამდენიმე ადამიანმა დაინახა, რომ ძირითადად კომუნიკაციას პატარა გოგონებთან ცდილობდა. მიდიოდა მათთან და კანფეტებს, ტკბილეულს სთავაზობდა. ეუბნებოდა, რომ წაყოლოდნენ. ასევე ინტერესდებოდა სად ცხოვრობდნენ, ვისთან ერთად და მისი მშობლები სახლში იყვნენ თუ არა. როგორც ამბობენ, ძირითადად ნასვამ მდგომარეობაშია და ეჭვი გაჩნდა,რომ პედოფილია. სკვერში ზის და მოთამაშე ბავშვებს აკვირდება. ასე შეუძლია იჯდეს და მთელი დღე უყუროს. ამიტომაც ცოტა შიში გაგვიჩნდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
კიდევ ერთი ადგილობრივი ყვება, რომ მამაკაცი კარგად ჩაცმულია და არ არის ქუჩის მაცხოვრებელი. მას ადგილობრივებმა ხელზე ბეჭედიც დაუნახეს, ამიტომ ფიქრობენ, რომ სკვერში მიზანმიმართულად დადის, რათა ბავშვებთან ურთიერთობა შეძლოს.
„ასაკოვანი კაცია, ალბათ სამოციდან ზემოდ. სუფთად და კარგად აცვია. ასე ვთქვათ, ე.წ. ბომჟს ვერ დავუძახებთ. ზოგი ამბობს ნასვამი დადისო. ფაქტი ერთია, რომ უკვე რამდენიმე ადამიანმა მისი ბავშვებით დაინტერესება დააფიქსირა. მათთან ურთიერთობა უნდა და გაჩნდა ეჭვიც, რომ სკვერში სწორედ ამიტომ დადის“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.
ადგილობრივები ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ მსგავსი აღნაგობის მამაკაცს უფრთხილდნენ დაა ბავშვები უყურადღებოდ ქუჩაში არ გაუშვან.