
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი სტატისტიკა და გარდაცვალების სავალალო ციფრები გვაქვს, დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზსს აკეთებენ. გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღამ თითქმის უკვე გადაიარა და ახლა ყველაფერი მოსახლეობის მასობრივ აცრაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ივლისის დასაწყისში სამი სხვადასხვა ვაქცინა შემოვა, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება.
საქართველოში კი კორონავირუსის 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 346 150 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 896 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა 329 516 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4834 -ია.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, 30603 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 444, PCR ტესტით - 12 159.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 3,12%, ბოლო 14 დღის - 3,23%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2,8% ფიქსირდება.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ - 149 191 პირია აცრილი, დღიურად აცრილია 5251 ადამიანი.
მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია - დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში აცრების ინტენსივობა თანდათან იზრდება და ამ დროისთვის, 149 191 აცრაა ჩატარებული.
„მესამე ტალღის პიკი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავლილია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას აქვს ტენდენცია გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მითუმეტეს, რომ მოგეხსენებათ პირველი ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია, საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე, სხვადასხვა მოშორებული ქვეყნიდან.
“აუცილებელია, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრად იქნას დაცული. მოგეხსენებათ, რომ დილის მონაცემებით სულ ჩატარებულია 149 191 აცრა. მათ შორის ორჯერადად აცრილი, ანუ სრულად აცრილი გვყავს 33 718 ადამიანი და სულ მცირე ერთი აცრა გაკეთებული აქვს 115 473 ადამიანს. აცრების ინტენსივობა ქვეყანაში თანდათან იზრდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ივლისის პირველ რიცხვებში დაახლოებით ნახევარ მილიონ Sinopharm-ს მიიღებს. მისივე თქმით, მესამე კვარტალში განსაზღვრულია Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება.
გამყრელიძის ინფორმაციით, მესამე კვარტალში COVAX-მა ჩვენი ქვეყნისთვის Novavax-ის 700 000 და Johnson & Johnson-ის 130 000-მდე დოზის მოწოდება დაადასტურა.
"დღეს, როგორც პირველი, ასევე მეორე აცრისთვის გვაქვს მარაგი დაახლოებით ვაქცინის 160 000-მდე დოზა. ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ Sinopharm-ს მიიღებს. ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება და ასევე დაახლოებით მესამე კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა 700 000 Novavax-ის მოწოდება და დაახლოებით 130 000-მდე "ჯონსონი და ჯონსონის" მოწოდება. მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია, მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი უნდა აიცრას.
Sinovac-მა ავტორიზაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისაგან გუშინ მიიღო. Sinovac-ის დოზა დაახლოებით 100 000 გვქონდა. უკვე დღეის რიცხვით Sinovac-ით ქვეყანაში აცრილია დაახლოებით 7 186 ადამიანი. Sinovac ისევე როგორც Sinopharm ერთ-ერთი პოპულარული ვაქცინაა," - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ჩინური პრეპარატის - Sinovac-ის ვაქცინის ეფექტურობაზე საუბრობს.
"მრავალ ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით მისი ეფექტურობა მერყეობს 51%-დან 91%-მდე. საკმაოდ ეფექტურია. ინდონეზიის მიერ მოწოდებული კვლევით, 80-85%-ში მას აქვს სიმპტომურ მიმდინარეობაზე ეფექტურობა. ასევე 85%-ზე ზემოთ არის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციაზე და სიკვდილიანობაზე. განსაკუთრებით, როცა 2 დოზაა სრულად გაკეთებული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, აუცილებელია ძალიან მკაცრად იყოს დაცული.
"უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, პირველი ივნისიდან მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და მოსალოდნელია, საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადების შემოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან და ასევე, სხვადასხვა მოშორებული ქვეყნიდან. აუცილებელია, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანამ შეიმუშავა ტურისტული ნაკადების ზედამხედველობის თვალსაზრისით, ძალიან მკაცრად იქნას დაცული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კი განმარტავს, რომ როდესაც ივნისში ვაქცინების დამატებითი რაოდენობა შემოვა, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ზაფხულში ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რაოდენობა 5000-დან 7-8000-მდე გაიზრდება, რაც, მისივე თქმით, აუცილებელია.
"ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, როდესაც ივნისში შემოვა ვაქცინების დამატებითი რაოდენობა, განსაკუთრებით ეს ეხება Sinopharm-ის 500 000-ს დოზას, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს და ყოველდღიურად 5000-ის ნაცვლად გვეყოლება 7000-8000 ვაქცინირებული, რაც აუცილებელია. ტემპის გაზრდა არის აუცილებელი.
ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 4000-5000 ვაქცინირებული ყოველდღიურად, ჩვენ ვერანაირად ვერ მივაღწევთ წლის ბოლოსათვის 1 600 000 ადამიანის ვაქცინაციას.
აქ ორი მხარე არის საჭირო: ერთი - სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ვაქცინების დიდი რაოდენობით უზრუნველყოფა, 500 000 დოზა Sinopharm-ის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება Pfizer-ის 1 მილიონი დოზის შემოტანა ქვეყანაში, ვინაიდან ამ ვაქცინას უფრო მეტი ნდობა აქვს და მოსახლეობის არცთუ ისე ცოტა ნაწილი, რომელსაც უნდა, ვაქცინაციას არ იტარებს იმიტომ, რომ ელოდება Pfizer-ს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილობით საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა.
"სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა. ერთი რამ შეიმჩნევა, სხვა ქვეყნებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ სიკვდილობა და იქ დაიწყო კლება ახალმა შემთხვევებმაც და სიკვდილობამაც. საქართველო ამ პროცესს ცოტა ჩამორჩება, ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ვაქცინაცია სერიოზულად ჩამორჩება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს დღეში 4000-ს ვცრით, არ არის საკმარისი, დღეში საშუალოდ 7-8000 უნდა ავცრათ, მოსახლეობის 4-5%-ია აცრილი, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბევრად მეტია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, ბრიტანეთზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მოსახლეობის 2/3 ორჯერ არის უკვე აცრილი.
ერთი მიზეზი, ქვემოთ ჩქარა იწევს სიკვდილობის მაჩვენებელი ვიდრე ჩვენთან, არის ის, რომ ჩვენთან ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტი არის 6-ჯერ, 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე უცხოეთის ქვეყნებში და მეორე, მესამე ტალღის პიკი იქ ადრე დაიწყო და მაშინ ჰქონდათ მაღალი სკივდილობა, ეს იყო თებერვალ-მარტში," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.