ელზა პაპოშვილი
27.05.2021

შემზარავი ფაქტი გორში-არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. დაკავებული და დაზარალებული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არიან. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, დაკავებულის მამა სკოლის დარაჯია და ის მოვალეობებს ხანდახან მამის მაგივრად ასრულებდა. სავარაუდოდ, ბავშვთან კომუნიკაციაც აქედან მოხდა. ბრალდებულს არასრუწლოვანი წლების განამვლობაში სკოლის მიმდებარედ მიტოვებულ შენობაში შეჰყავდა და აუპატიურებდა. 

თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სკოლაში უარყოფენ და ამბობენ, რომ დაკავებულის მამა წლებია უკვე სკოლაში აღარ მუშაობს. დანაშაულის შესახებ ჯერ არასრულწლოვანის მეგობრებმა შეიტყვეს და სკოლის თანამშრომლები საქმის კურსში ჩააყენეს, შემდეგ კი სკოლამ პოლიციას მიმართა.  სხვა დეტალების საუბრისგან სკოლაში  თავს იკავებენ. 

გამოძიების  მიხედვით კი 40 წლამდე მამაკაცს ბრალად  არასრულწლოვანთან 3 წლის განმავლობაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა ედება. ამასთან, ის ეუბნებოდა არასრულწლოვანს, რომ ამის შესახებ არავისთვის მოეყოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. ბავშვთან ამ ეტაპზე სოციალური სამსახური  და ფსიქოლოგები მუშაობენ. როგორც ცნობილია მოზარდი  მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. ჯერჯერობით ასევე უცნობია  დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს თუ არა. 

როგორ დაკავებულის ოჯახი ამბობს, გამორიცხულია, რომ 40 წლის  მამაკაცს ბავშვზე სექსუალურად ეძალადა. მათი ინფორმაციით,  მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. ბავშვთან კომუნიკაცია მას მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როდესაც ის ქურდობის ფაქტზე გამოიჭირა და როგორც ოჯახი ამტკიცებს მხოლოდ რამდენჯერმე  თავში წამოარტყა. მასთან სხვა მსგავსი ურთიერთობა არ ჰქონია. მათ გამოძიების ბრალდების არ სჯერათ და ამბობენ, რომ ბავშვს მსგავსი ტყუილის თქმა პოლიციამ აიძულა. 

„ეს არის აბსურდი, მას  ფსიქიკური პრობლემები აქვს  და მსგავსი რამ გამორიცხულია. ხანდახან მამამისის მაგივრად სკოლაში დარაჯად რჩებოდა. როგორც ვიცი, ამ ბავშვს რაღაცა მოუპარავს და ამაზე დაუჭერია. ამბობს, რომ მხოლოდ  რამდენჯერმე წამოვარტყი, სხვა არაფერი გამიკეთებიაო. დაამტკიცონ, რომ სამი წლის განმავლობაში ეს ხდებოდა და მაშინ ჩემს შვილს სასიკვდილოდ თავად  გავიმეტებ. ადამიანი არის ავად და ნორმალურად საუბარიც კი უჭირს. ბავშვი თბილისში წაიყვანეს და აიძულეს მსგავსი ტყუილები ეთქვა“, - ამბობს დაკავებულის დედა“რეზონანსთან“.  

14 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული ფიზიკური ნაკლის მქონეა და მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნება.

„დღეს მოხდა ბრალის წარდგენა, გადმომეცა გამომძიებლის მიერ საქმის მასალები. დაკავებული ვიზუალარადაც და დედის გადმოცემითაც ფიზიკური ნაკლის მქონეა და მას თარჯიმანი დასჭირდა, რომ ბრალი განემარტათ. გამომძიებლისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნება, რაც შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს“, -აცხადებს ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი. 

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება. თუმცა, თუ ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა დაუდასტურდა, მან, შესაძლოა, სასჯელს თავი დააღწიოს. არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×