ელზა პაპოშვილი
26.05.2021

კახეთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - წინასწარი ინფორმაციით დაჭრას წინ ურთეირთშელაპარაკება უძღოდა. უცნობმა პირებმა მამაკაცს დაზიანებები მუცლის არეში  მიაყენეს. 

მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყავნეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 37 წლის გიორგი მღებრიშვილი ამავე სოფლის მცხოვრებია. თავად დაჭრილი უარყოფს ინფორმაციას, რომ მას ეს ჭრილობები ვინმემ მიაყენა. 

ამბობს, რომ დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაჭრილი ახალგაზრად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზეა დასაქმებული. 

ის მუშაობის შემდეგ მეგობრებთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში სოფლის ცენტრში გავიდა, სადაც სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. როგორ განვითარდა  რელურად შემთხვევის ადგილზე მოვლენები და ვინ მიაყენ ახალგაზრდა მამაკაცს ეს ჭრილობები, სოფელში ამაზე კონკრეტულად ვერ საუბრობენ. 

„სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ბიჭებთან, რომელბიც სოფლის ცენტრში იდგნენ, უცნობი პირები  მივიდნენ და რაღაცა ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი მოხდა. გიორგიც სწორედ ამ დროს დაჭრეს. 

“ადგილობრივიები არ ყოფილან. რატომ მალავენ, რა მოხდა რეალურად, მაგას ვერ გეტყვით. ღამის 3 საათი იქნებოდა ეს შემთხვევა რომ მოხდა. კომენდატის საათი იყო. დანით არი თუ რით არის დაჭრილი, არავინ იცის. ეს ბიჭი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და იქ მეგობერბთან ერთად დაულევია. ნასვამები წამოვიდნენ და ეს ამბავი მოხდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×