ქრისტინე კაპანაძე
23.02.2021

ოთხშაბათს დანიშნულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაძლოა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მასშტაბურად მოხსნის და შემსუბუქების გადაწყვეტილება გამოაცხადონ. ეს „რეზონანსთან" საუბარში არც ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ უარყვეს, თუმცა არც პირდაპირ დაადასტურეს. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ცვლილებები დღეს მოქმედ პრატიკულად ყველა შეზღუდვას შეეხება.

ასეთი ოპტიმისტური პროგნოზები ბოლო დღეებში პერმანენტულად ვრცელდება. საუბარია იმაზე, რომ შემცირდება კომენდანტის საათის ხანგრძლივობა და ის ღამის 9 საათის ნაცვლად შუაღამის 12 საათიდან დაიწყება. ასევ დაშვებული იქნება თეატრების, კინოთეატრებისა და და სხვა კულტურულ-გასართობი დაწესებულებების მუშაობა. სრული დატვირთვით იმუშავებენ სასტუმროები და რესტორნები. საქალაქო ტრანსპორტისა და არასასურსათო მაღაზიების მუშაობა შაბათ-კვირასაც იქნება დაშვებული და ასევე ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ ახალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშრებით განხვავდება მისი წინამორბედის, გიორგი გახარიას შეხედულებებისაგან და ღარიბაშილი ეკონომიკის სრულად გახსნი დაჩქარებას ემხრობა. გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებაზე სავარაუდოდ ისიც მოახდენს გავლენას, რომ, მაგალითად, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავებიდან უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა და ამას ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ გამოუწვევია.

თუ რა შეზღუდვების მოხსნა იგეგმება საკოორდინაციო საბჭოზე, ამაზე „რეზონანსი" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე პაატა იმნაძესა და პარლამენტის ჯანდაცის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ესაუბრა.

პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე ჩვენთან საუბარში არ უარყოფენ შეზღუდვების მასშტაბური მოხსნის ან შემსუბუქების შესაძლებლობას ოთხშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, თუმცა კონკრეტული პასუხებისგან თავს იკავებენ.

„ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა განხილვის შემდეგ აუცილებლად მოგახსენებთ," - ამბობს პაატა იმნაძე.

„ყველაფერი გადაწყდება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე,"- განუცხადა „რეზონანსს" ამირან გამყრელიძემ.

აკაკი ზოიძე კი „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„სამწუხაროდ, არ მაქვს ამ საკითხზე ინფრომაცია. პოზიცია კი მას შემდეგ მექნება, რაც სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი," - ამბობს ზოიძე.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მთავრობა შეზღუდვების დაჩქარებული ტემპით მოხსნის შესაძლებლობებს განიხილავს. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაწეულია და აქედან გამომდინარე კი შეიძლება მოკლე დროში მოხერხდეს ქვეყნის ეკონომიკური გახსნა.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ფაზის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდეს გაანალიზება იმ არსებული შედეგების, რომელიც გამოწვეულია თითოეული ქმედებით. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს გახსნები და თითოეულ გახსნას უნდა დავაკვირდეთ ორი კვირის ინტერვალით და ვიმოქმედოთ შესაბამისად", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )