ია აბულაშვილი
23.02.2021

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი „ნაცმოძღაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავების შემდეგ შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში გამოსავალს მხოლოდ დიალოგში ხედავს. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, ეძებონ საშუალებები, რომელიც ამ დაპირისპირებას დიალოგში გადაიყვანს.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ და პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ როგორც საზოგადოების წევრს მიმაჩია, რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა ემორჩილებოდეს კანონს. მელიას აუცილებლად უნდა გადაედგა ნაბიჯი კანონისკენ და ვითარება აქამდე არ უნდა მიეყვანა. 

„რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ქმედებები სრულიად მიუღებელია. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შექმნილიყო დაპირისპირების აუცილებლობა. ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა შესთვაზა ოპონენტებს ჩართულიყვნენ კომისიის მუშაობაში, რომელიც დაადგენს გაყალბდა თუ არა არჩევნები, მაგრამ ოპოზიციამ ეს არ მოისურვა. ახლა როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია  მომხდართან დაკავშირებით.

„ორივე მხარემ უნდა ეძებოს გამოსავალი და ეს გამოსავალი არის დიალოგი. პირადად მე წინააღმდეგი ვარ ქუჩაში ყოველგვარი დაპირისპირების. ვხედავთ, რომ კვლავ იმართება აქციები მთავრობის სახლთან, სადაც საზოგადოების მცირე ნაწილია შეკრებილი. ოპოზიცია რომ  მართალი იყოს, ზღვა ხალხი იქნებოდა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ოპოზიციას იმ ბრძოლაში, რომელიც გამოცხადებული აქვს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
---   (24.02.2021)
ისე ნუ იზავთ რომ რასაც იმსახურებთ, ჯერ კიდევ გიფრთხილდებით


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )