ელზა პაპოშვილი
20.11.2020

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობიდან 9-ვე მძევალი თავისუფალია.მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შედეგად ყველა მძევლის უსაფრთხოდ გათავისუფლება შეძლო. შეიარაღებული თავდამსხმელი კი  დაკავებულია. 

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, ყველა მძევალი თავისუფალია და 9-ვე მათგანი არის უვნებელი, თავდამსხმელი კი დაკავებული.

"ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით," - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-სთან სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები.  მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანდა პირი, რომელიც ორგანიზაციის შენობაში იყო შესული. ასევე როგორც ჩანდა, მას ხელში სავარაუდოდ,  ხელყუმბარა უჭირავს და გარკვეულ მოთხოვნებასც აყენებდა. ის  დღის 5 საათზე  მიკროსაფინანსოში შეიჭრა და 10-მდე ადამიანი ტყვედ აიყვანა. 

გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ის შენობაში მყოფი პირების მიმართ აგრესიას არ გამოხატავსდა და არც მათ დაშინებას ცდილობდა.

როგორც კადრებში ჩანს, თავდამსხმელის მოთხოვნები, ასევე, საუბრის სტილი ადგილზე მყოფი ადამიანების სიცილსაც კი იწვევს. ამასთან, ვიდეოს მიხედვით, თავდამსხმელი მის მიერ უწმაწური გამონათქვამების გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფებს ბოდიშსაც იხდის. 

ის ორ ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელიც მძევალს გადააღებინა. ის პირველ ვიდეოში პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს.

“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში. 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი, რომელიც მძევლებთან საუბრობს იმაზე, ბანკის პროცენტის რა ოდენობა შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მისაღები.

მეორე ვიდეოში  კი ის უკვე ჯარს და პოლიციას მიმართავს.  

"პოლიციასა და ჯარს მივმართავ დიდი სიყვარულით და პატივისცემით, ხალხის გვერდში დადექით, ერთად ვთქვათ ყველამ ჩვენი სიტყვა. ხალხმა ვმართოთ მთავრობა და არა მთავრობებმა გვმართონ ჩვენ,“ - ამბობს თავდამსხმელი.

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.  ის ლევან ზურაბაშვილია და „ფაბრიკაში“ ინჟინრად მუშაობს. როგორც მისი მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობდა, მას ფინანსური პრობლემები არა აქვს და საკმაოდ მშრომელი ადამიანია. მას  ჰქონდა ბანკში გარკვეული ვალდებულებები, თუმცა რაიმე სერიოზულ პრობლემებს გამორიცხავენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (23.11.2020)
მიდით და ეხლა ეს ალალი, გამოსირებული ბიჭი შერაცხეთ ტერორისტად, როგორც ესებუა, რომელმაც ბანკი დააყაჩაღა და ტერორიზმი რა არის, აზრზე არაა, ისევე, როგორც მაგ საქმის გამომძიებელი და პროკურორი. წამოვიდნენ 90 იან წლებში კიბისქვეშა ორკაპიკიან უნივერიტეტებში ნასწავლი ზალხი მოვიდნენ სამართალდამცავ ორგანოებში და კვალიფიკაციის განსაზღვრა არ შეუძლიათ რიგიანად. მიწა რომ დავაყარე ამათ ლექტორებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×