ქრისტინე კაპანაძე
18.11.2020

„სწორად არ მიმაჩნია ის, რომ სასწრაფო დახმარება უნდა აკითხავდეს მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა ტემპერატურაც 38.8-ან მეტია, რადგან მაღალი ტემპერატურა არ წარმოადგენს უმთავრეს სიმპტომს. ჩემი აზრით, მთავარი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობაა, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. შესაძლოა პნევმონიით გარდაცვლილი პაციენტის ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 37.0 გრადუსს", - ასე აფასებს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებაზე გასვლის ახალ წესს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსზე ეჭვის შემთხვევაში, ბრიგადის გასვლა ხდება მაშინ, როცა პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი, ხოლო ამ ტემპერატურაზე ნაკლების დაფიქსირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება აღენიშნება სხვა სიმპტომები, სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გადის გამოძახებაზე.

„არ მიმაჩნია სწორად, რომ მარტო ტემპერატურით განისაზღვროს პაციენტის მდგომარეობა, რადგან, მაგალითად, თუ აქვს სუნთქვის უკმარისობის ნიშნები სასწრაფო დახმარება დროულად უნდა მივიდეს მასთან და სასწრაფოდ უნდა მოხდეს საავადმყოფოში მისი გადაყვანა.

„სუნთქვის უკმარისობა უმეტესწილად არ ვითარდება პნევმონიის გარეშე. ამიტომ, ამის უყურადღებოს დატოვება არ შეიძლება და ამასთანავე, მას თუ აქვს რაიმე სახის დამამძიმებელი დაავადება, ამ შემთხვევაშიც საავადმყოფოში უნდა იყოს გადაყვნილი. შესაბამისად, მხოლოდ სიცხე არ წყვეტს რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ვირუსი ადამიანის ორგანიზმში.

„ასაკოვან ადამიანს შესაძლოა პნევმონია ჰქონდეს, მაგრამ ისე გარდაიცვალოს, რომ მისმა ტემპერატურამ არ გადააჭარბოს 37.0 გრადუსს. ამიტომ, მაღალი სიცხე ყოველთვის არაა ის კრიტერიუმი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ.

„რა თქმა უნდა, ტემპერატურა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ მე, როგორც ექიმს, მთავარ კრიტერიუმად მიმაჩნია სუნთქვის უკმარისობა და არა მაღალი სიცხე. თუ პაციენტს უფიქსირდება ყველა ზემოხსენებული სიმპტომი, გარდა მაღალი ტემპერატურისა და არ გადავიყვანეთ, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც უამრავ რისკფატქორთანაა დაკავშირებული," - ამბობს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )