ელზა პაპოშვილი
18.11.2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლის დავით შარაშიძე, რომლის მკვლელობაშიც მისსავე ბავშვობის მეგობარს და მეზობელს ადანაშაულებენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამაკაცი მეგობართან საღამოს სტუმრად მივიდა. მას იქ სხვა კიდევ სამი მეზობელი დახვდა. 

სუფრაზე მეგობრებს შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა რაზე - ამის თქმა ყველას უჭირს. მასპინძელი და სტუმარი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და რა ჰქონდათ სადაო, მეზობლებისთვის უცნობია. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზრადა, რის შემდეგაც მასპინძელმა სანადირო თოფი გამოიტანა და მეგობარი სახლშივე მოკლა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია სამი დღის განმავლობაში ეძებდ და 18 ნოემბერს დააკავეს, ხოლო სანაირო თოფი ნივთმტკიებად ამოიღეს.

„კონფლიქტი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დავით შარაშიძეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მისივე მეგობარმა მიაყენა. ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ, ეს ინფორმაცია იყო შოკის მომგვრელი. ერთმანეთის პირისპირ ცხოვრობენ. ამ უბედურებას სამი სხვა მეზობელი შეესწრო.

„მკვლელობაში ბარლდებულს დათოსთვის დაურეკია და უთქვამს - ჩემთან გადმოდიო. რაზე შელაპარაკდნენ და რა იყო მათი ჩხუბის მიზეზი, არ ვიცით. საქმის გასარჩევად გაიყვანა და რას ედავებოდა ასეთს, რომ მოსაკლავად გაიმეტა, გაუგებარია. ორივე საკმაოდ უკონფლიქტო იყო და კარგი მეგობრები იყვნენ. სახლშივე მოუკლავს მეზობლების თვალწინ. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ რეაგირებაც ვერავინ მოასწრო. მერე სახლიდან გაიქცა და სამი დღე ეძებდნენ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ საუბრისას.

შსს-ში კი აცხადებენ, რომ პოლიციამ სოფელ ხალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი - 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )