ელზა პაპოშვილი
24.10.2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მამაკაცი მისივე ნათესავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ მამაკაცი ნათესავებმა, რომლებიც ასევე მეზობლებიც არიან, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით სასტიკად სცემეს. მათ დავა მიწების გამო ჰქონდათ და ამ თემაზე კონფლიქტი არაერთხელ მოსვლიათ. 

სწორედ ამ მიზეზით მამაკაცს ახლობლებმა დაუძახეს. მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ორმა მამაკაცმა ნათესავი სახლის წინ სცემეს და მან სავარაუდოდ თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ინციდენტში მონაწილე 2 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, ისინი პოლიციამ დააკავა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117 მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი კი ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს. 

„მისავე ნათესავებმა გაიმეტეს ასე სასტიკად, რომლებიც გარდაცვლილის გვერდით ცხოვრობენ. წლებია მიწებზე დავობენ, ბიძაშვილები არიან. სახლში მისულან და გარეთ გამოუყვანიათ. ჯერ ერთმანეთის გინება დაუწყიათ. უთქვამთ, ეს ადგილი შენი არაა და ღობეს ნუ წევო თუ რაღაც მსგავსი. ამაზე სიტყვიერად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და კარის წინ სასტიკად სცემეს.

„როგორც ამბობენ, ამ ყველაფერს ბავშვებიც შეესწრენ. სანამ სხვა მეზობლები გამოვიდნენ და გააშველეს, როგორც ჩანს, ან თავში ურტყეს, ან დაცემის დროს თავად დაარტყა. მძიმე დაზიანება მიიღო. ადგილზევე გათიშულა. სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საკმაოდ მძიმე ტრავმები ჰქონია. თავში სისხლმა გაჟონაო - ასე ამბობენ. დიდი უბედურება დატრიალდა ძალიან. ეს ორივე ნათესავი დაკავებულია“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Eka   (25.10.2020)
Vaime syl sheishala xalxi ra ybedyrebaa..ase rogor ynda gaimeto adamiani mitymetes bidzashvili... Amoaloon coceshi orive mkvleli...

Jema   (25.10.2020)
Ram gaagija es xalxi???goja micis gulistvis ertmanets klaven..


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×