ელზა პაპოშვილი
24.10.2020

კრიმინალური გარჩევა თუ შურისძიება - რა გახდა 42 წლის, ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის მიზეზი, რომელიც შაბათს შუადღისას საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, მოტივი ამ დრომდე უცნობია. ასევე პოლიციას არ ჰყავს ჯერჯერობით იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც ეს დანშაული ჩაიდინა და ადგილიდან მიიმალა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი პირი იყო და ის შესაძლოა ფეხით გადაადგილდებოდა. მან ადგილიდან მიმალვა სირბილით შეეძლო. 

ადგილობრივებმა კი სარაჯიშვილის ქუჩაზე 6-მდე გასროლის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულებს კი ვალერიან ნემსიწვერიძე, იარაღით ხელში და თავით საჭეზე დაყრდნობილი ნახეს. მას თავის არეში რადენიმე ტყვია ჰქონდა ნასროლი. ის ავტომობილიდან გადმოსვლის დროს ჩაცხრილეს. გაჩნდა ვარაუდი, რომ მამაკაცმა თავდამსხმელი არა თუ დაინახა, არამედ იცნო კიდეც. ამიტომაც იარაღის ამოღება მოასწრო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორმხრივი სროლა იყო. 

ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ მოკლეს მამაკაცი, მაღაზიის გამყიდევლი უნდა იყოს. მას პოლიცია მთელი დღის განამვლობაში კითხავდა. მეზობელებს ამ შემთხვევის შემდეგ ის აღარ უნახავთ და ფიქრობენ, რომ პოლიციამ ჯერჯერობით მათთან კომუნიკაცია აუკრძალა. 

შსს-ს ამ დრომდე დეტალებზე არ საუბრობს, შემთხვევის ადგილზე უწყების წარმომადგენელმაც ბევრი არაფერი თქვა. სამართალდამცავებმა კი შემთხვევის ადგილზევე გამოკითხეს სავარაუდო თვითმხილველები.

„არ ვიცით რა მოხდა, მხოლოდ 6-ჯერ გასროლის ხმა გავიგონე. რეალურად არ ვიცით თავდამსხმელი ფეხით გადაადგილდებოდა, ავტომობილით თუ მოტოციკლით. ყოველ შემთხვევაში, ავტომობილის ხმა არ გაგვიგია. შესაძლოა ფეხით იყო და გაიქცა. 

„ვინც ინციდენტი უშუალოდ დაინახა. იყო მაღაზიის გამყიდველი და შიგნით მყოფი კლიენტი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაინახა, რომ გარდაცვლილსაც იარაღი უჭირავს. არ არის გამროიცხული, რომ ისიც ისროდა. 

„თავში აქვს ნასროლი. ახლოს ვინც მივიდა, იმათ დაინახეს. ავტომობილი მაღაზიასთან გაუჩერებია და რაღაცა უყიდია. უკან როდესაც დაბრუნდა და ჩაჯდა, საჭესთან ესროლეს. თავი საჭეზე აქვს დადებული და ხელში იარაღი უჭირავს. როგორც ჩანს, თავადაც ისროდა. შესაძლოა თავდამსხმელი ფეხითაც იყო და ადვილად გაიქცა. აქვე მიიმალებოდა სადმე“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“ საურისას. 

რაც შეეხება გარდაცვლილს, ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ნასამართლევია. მას ბრალად მკვლელობის მომზადება ედებოდა. 2004 წლის შემოდგომაზე ყოფილი პარლამენტარის, კახა გიუშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, სადაც დახმარება კიდევ ერთ პირს 10.000 აშშ ამერიკული დოლარის სანაცვლოდ სთხოვა. 

ბრალდების ინფორმაციით, თანამზრახველებმა სცადეს მკვლელობა, თუმცა პარლამენტარი მაშინ სიკვდილს გადაურჩა. განზრახ მკვლელობის დაგეგმვის გამო ნემსიწვერიძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, რომელიც 2023 წელს სრულდებოდა. 

ხელისუფლებაში„ოცნების" მოსვლის შემდეგ, ვალერიან ნემსიწვერიძე ამნისტიით გამოუშვეს. მან მისთვის წაყენებული ბრალდება სტრასბურგში გაასაჩივარა. 2017 წელს გადაწყვეტილება მის სასარგებოდ მიღეს და სახალმწიფოს ნემსიწვერიძისთვის 16 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში ის როგორც კრიმანლური ავტორიტეტი ისე მოიხსენიებოდა. უკავშირდება თუ არა ვალერიან ნემსიწვერიძის ჩაცხრილვა წარსულში მომხდარ ფაქტს, უცნობია. ის ასევე ციხეში ბუნტის მოწყობის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლებოდა. 

სამართალდამცავები გვიან ღამემდე მუშაობდნენ გარდაცვლილის სახლში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. ბინიდან სამი პლანშეტია ამოღებული. პოლიცია, სავარაუდოდ, ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა ვალერიან ნემსიწვერიძეს მტრები. 

გარდაცვლილის მეგობარი და ოჯახის ადვოკატი ნიკა წულეისკირი „რეზონანსთან“ კატეგორიულად გამორიცახვს იმ ფაქტს, რომ ვალერიან ნემსიწვერიძეს მტრები ჰყოლოდა. ადვოკატი არც იმას ადასტურებს, რომ მას ხელში იარაღი ეჭირა და ორმხრივი სროლა იყო. მისი თქმით, თუ ვინმეს შურისძიება უნდოდა, ამას 2013 წელს იზამდა, როდესაც მან ციხე დატოვა. 

„მის მკვლელობას არანაირ კრიმინალურ გარჩევას არ ვუკავშირებ. ეს არის აბსურდი, რადგანაც მას მსგავს სამყაროსთან შეხება არ ჰქონია. შესაძლოა ეს იყო რაღაც შელაპარაკების დონეზე მომხდარი დაპირისპირება სრულიად უცნობ ადამიანთან. არ ვიცი, დღეს ისეთი მდგომარეობაა, არაფერია გამორიცხული. 

„8 წელია გარეთ არის. შურსიძიება თუ ვინმეს უნდოდა, ამდენ ხანს არ დაიცდიდა. ოჯახი წარსულში დაპირისპირების ფაქტებსაც ვერ იხსენებს. დილით ცოლმა გამოაცილა სახლიდან, არც ტელეფონზე დაურეკავს არავის, უბრალოდ უთხრა, რომ საქმეზე მიდიოდა. მოკლული ბოლო წლებში ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული. 

„გავრცელებული ვერსიები - ციხის ბუნტი, კრიმინალი, ასევე მისი ნასამართლეობა აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. ასევე იარაღთან დაკავშირებით, თითქოს კადრები არსებობს, რომ ხელში იარაღი უჭირავს, ასეთი კადრები არ არსებობს," - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი ნიკოლოზ წულეისკირი „რეზონანსთან“ საუბრისას. 

მისივე თქმით, გარდაცვლილის მეუღლის ემოციური მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და შესაბამისად, მან სასამართლოში გამოცხადება და დაზარალებულის სტატუსის მიღება ვერ შეძლო. ადვოკატს ამ ეტაპზე დამატებით სხვა ინფორმაცია არ აქვს და საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×