ელზა პაპოშვილი
16.10.2020

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ვახტან ჩიქოვანმა და არასრუწლოვანმა ზ.ხ. სკანდალური ჩვენებები მისცა. არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურის ვერსია თავდაყირა დადგეს. ბრალდებულები გიორგი შქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხელს მისავე ბავშვობის  მეგობარს გური ამირხანაშვილს ადებენ. მათი თქმით, ავტომობილში ჩაჯდომის დროს ამირხანაშვილი პირჯვარს იწერდა, უცნაურად იქცეოდა და მეგობრის მოძებნაზე უარს ამბობდა. 

სასამართლოს დახურული სხდომიდან აუდიოჩანაწერები ვრცელდება, საიდანაც რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ვიღებთ. ბრალდებულები ამბობენ, რომ ამირხანაშვილს მას მეგობრის შაქარაშვილის მოზებნა ორჯერ შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. გაგნიძე და ზ.ხ. ამბობენ, რომ ავტომობილის მოსაბრუნებლად ისინიც ვასილ მახარაძესთან ერთად იყვნენ და ექსპერტიზის შედეგად, რომელმაც ვიდეოსგაშიფვრისას დასკვნა დადო ამას ადასტურებს.  

„მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო და მეგობარი მოეძებნა, დღეს დიდი ალბათობით, ის ბავშვი ცოცხალი იქნებოდა. ემოციური იყო და უცანურად იქცეოდა. ავტომობილშიც საკუთარი ნებით ჩაჯდა და გვითხრა თბილისში წაგვიყვანეო. ვუთხარი, ვისთან ერთად იყავი-მეთქი, მითხრა მეგობართან ერთად ვარო- გიორგი შაქარაშვილს გულისმხობდა. ვასილ მახარძემ უთხრა მეგობარს დაურეკე სად არისო. მან გვითხრა მეგობარს ტელეფონი არა აქვსო. ჩვენს შეთავაზებაზე მოგვეძებნა უარი თქვა“,-ამბობს ჩიქოვანი. 

არასუწლოვანი ზ.ხ-ც ვახტან ჩიქოვანის მსგავსად ამტკიცებს, რომ ამირხანაშვლმა შაქარაშვილის მოძებნაზე უარი უთხრათ. ის ამტკიცებს, რომ ამირხანაშვილი ბუჩქებში იყურებოდა და პირჯვარს იწერდა. 

„ხან პირჯვარს იწერდა და ხან აქეთ-იქით უცნაურად იყურებოდა. არ ვიცი რა სჭირდა, შეშინებული იყო. ვუთხრა, ძმაო, დამშვიდდი, არაფერი არ ხდება, ნუ გეშინია. ჩვენს შევთავაზეთ მეგობრები მოეძებნა. თუ ჩვენთან ერთად არ უნდოდა მაშინ დარჩენილიყო და  მარტოს მოეძებნა. უარი თქვა და თბილისში წამოსვლა უნდოდა“,-ამბობს ზ.ხ. სასამართლო ჩვენებაზე. 

ისინი ამტკიცებენ, რომ გაქცეულებს საცემლად არ გადევნებიან და პირიქით,  ეძახდნენ რომ გაჩერებულიყო. მათი ჩვენებებიდან ისიც ირკვევა, რომ  დევნისგან გადაღლილი ჩიქოვანი ასფალტზე ხიდის დასაწყისში წაიქცა. შესაბამისად ის ნელი ნაბიჯებით მოძრაობდა და შქარაშვილს ვერ დაეწეოდა. 

სხდომაზე ასევე  არასრულწლოვნები ლ.შ. და გ.მ. მოწმის სახით გამოიკითხნენ და გამოძიებას მიაწოდეს  ჩვენება, თუ რა მოხდა 18 ივნისის ღამეს. 

ადვოკატების განცხადებით, მათ გაიხსენეს ყველაფერი, როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს. არასრულწლოვანი ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დეტალურად მოყვა, რა მოხდა 18 ივნისის ღამეს.

"არავის არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ნ.ც.-მ რამე დამალა. მან ყველა კითხვას უპასუხა,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა პირებმა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს და დანაშაულისთვის თავის არიდებას ყველანაირად ეცადნენ. პროკურორის თქმითვე, მათი ჩვენებები ასევე არ მოდის თანხვედრაში ვიდეომასალებთან.  

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამირხანაშვილისთვის ყველაფერია ცნობილი და მას რომ თავიდანვე მიეცა სწორი ჩვენება გამოძებისთვის, ეს საქმე ასეთნაირად არ წარიმართებოდა, როგორც დღეს მიმდინარეობს. მე მიმაჩნია, რომ მან გამოძიება შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ ვნახოთ, დღეს ბრალდებულები რა ჩვენებას მისცემენ", - ამბობს ბრალდების მხარის წარმომადგენელი.

გამოცემა Report.ge-მა კი  ექსპერტიზის დასკვნა  მოიპოვა, სადაც მითითებულია, რომ "ტოიოტა ქამრის" მოსატრიალებლად მხოლოდ ვასილ მახარაძე (მძღოლი) არ დაბრუნებულა. დასკვნაში წერია, რომ კადრებში ფიქსირდება ავტომანქანის ჯერ მარჯვენა, ხოლო შემდგომ მარცხენა კარის გაღება, რაც ეწინააღმდეგება პროკურატურის მტკიცებით განვითარებულ მოვლენებს.

"კადრის სიღრმეში მოშორებით კადრის მარჯვენა სივრცეში, ავტომაგისტრალის განაპირას მდგარ ავტომანქანასთან ფიქსირდება შუქჩრდილები ლანდის სახით, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ადამიანს; იღება ავტომანქანის ჯერ მარჯვენა შემდგომ მარცხენა კარები (მონიტორინგის ფარგლებში დათვალიერდა კადრებში დაფიქსირებული ადგილი) შეიმჩნევა კარების გაღების მაჩვენებელი სასიგნალო განათებები, ფიქსირდება შუქრჩდილები, ჩაჯდომის ეფექტი ავტომანქანის წინა ორივე მხარეს," - წერია დასკვნაში.

ამასთან, ექსპერტიზის დაკსვნის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქამრის მგზავრები გადმოვიდნენ ავტომობილიდან და დაიწყო დევნა, რამდენიმე ადამიანმა სავარაუდოდ სირბილი შეანელა. 

"ავტომაგისტრალის მხრიდან სამრეცხაოს მიმართულებით შემოდის ავტომანქანა და ჩერდება. იღება ოთხივე კარები, გადმოდის ექვსი ადამიანი „შემდგომში ჯგუფი 2“, ოთხი ადამიანი გარბის ავტომაგისტრალის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, „ჯგუფი 2“ გარბის ასევე ავტომაგისტრალის მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ამათგან რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ ანელებს სირბილს", - აღწერილია ექსპერტის დასკვნაში.

ვიდეო-ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მნიშვნელოვანია მონაკვეთი, სადაც წერია, რომ გზის სავალ ნაწილზე გამყოფიი ზოლისკენ შეინიშნება მოძრავი ობიექტები, რომლებიც შესაძლებელია ადამიანებს წარმოადგენდნენ.

"ობიექტივიდან ძალიან შორს შეიმჩნევა გზის სავალ ნაწილზე გამყოფი ზოლისკენ მოძრავი ობიექტები, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდნენ ადამიანებს, მონიტორინგის ფარგლებში", - ნათქვამია დოკუმენტში. 

მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის და არჩილ გაგნიძის მტკიცებით, ამ მონაკვეთში სწორედ ისინი ფიქსირდებიან. ისინი უარყოფენ პროკურატურის მტკიცებას, რომ მათ თითქოს გზა მოუჭრეს გიორგი შაქარაშვილს. 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ახლა საბოლოო ეტაპი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის ყველა მოწმის დაკითხვა, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×