ელზა პაპოშვილი
13.10.2020

შემზარავი ფაქტი იმერეთში - 72 წლის მამაკაცს 9 წლის გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. მამაკაცი ორშაბათს დღის წინ დააკავეს. მოზარდის ოჯახი მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს, მოძალადის ოჯახში კი დანაშაულის ჩადენას კატეგორიულად უარყოფენ. 

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლია და ბავშვის სკოლაში სატარებლად დაიქირავეს. სავარაუდო, დანაშაულის შესახებ გოგონამ ბებიას მოუყვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბავშვის მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან და გოგონას ბებია ზრდის. მან კი აღნიშნული ინფორმაცია სამართლდამცველებს მიაწოდა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მასზე ძალადობის ფაქტი დადასტურდა. ამის შემდეგ კი მამაკაცი დააკავეს.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ისინი მომხდარის გამო შოკირებულები არიან. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, „რეზონანსი“ არც ქალაქს ასახელებს და არც დაკავებულის ვინაობას. მამაკაცის მეზობლები ამბობენ, რომ მათთვის სრულიად წარმოუგენელია მას ეს დანაშაული ჩაედინა, რადგანაც წლებია იცნობენ და მსგავსი მიდრეკილებები არასდროს შეუმჩნევიათ. ამიტომაც ფიქრობენ, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა.

„არ ვიცით ზუსტად რა და როგორ მოხდა. ამბის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა პოლციია მოვიდა და კაცი დააკავეს. წლებია ტაქსის მძღოლად მუშაობს. მსგავსი მისგან არავის არაფერი შეგვიმჩნევია. 

„ამბობენ, ბავშვის სკოლაში და მასწავლებლებთან დაჰყავდა. ბავშვს ბებიისთვის მიუტანია ამბავი და მან კიდევ პოლციიაში დარეკა. ბავშვის დედა და მამა საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ამიტომაც ბებიამ ეს კაცი დაიქირავა, რომ ბავშვი მას ეტარებინა. 

„არ ვიცით... ნამდვილად არ გვჯერა, რომ ამ ხნის კაცი ამას ჩაიდენდა. მხოლოდ ბავშვის ჩვენების საფუძველზე რამდენად შეიძლება ბრალი დასდონ, არ ვიცი“, - ამბობს დაკავებული მამაკაცის მეზობელი „რეზონანსთან“. 

ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მისთვის წარმოუდგენელია, რომ მისმა ქმარმა ამის ჩადენა სცადა. ქალი ამტკიცებს, რომ მისი ქმრის დანაშაულის არც მეზობლებს სჯერათ და ყველაფერს მხოლოდ ბავშვი ფანტაზიას აბრალებენ.

ადვოკატის განცხადებით კი, სავარაუდო დანაშაულის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს ინფორმაცია თავად მიაწოდა და საქმეში მხოლოდ ბავშვის ჩვენება დევს. ამიტომაც ის ამტკიცებს, რომ დაზარალებულის ჩვენება, თანაც არასრუწოვანის, საკმარისი მტკიცებულება არ არის. 

რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხს, მან ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის და მხოლოდ ბრალის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი პროკურატურას რა სახის მტკიცებულებები გააჩნია. 

სავარაუდო დამნაშავეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

შსს-ს ინფორმაციით კი გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. 

წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×