რეზონანსი
12.09.2020

„კოვიდინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი იმას არ ნიშნავს, რომ გავიქცეთ და „ვაი, რა უნდა გავაკეთოთ ახლა“, - ასეთი მოსაზრება აქვს თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის დიექტორ ლევან რატიანს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულ მატებაზე.

იგი ინფიცირების შემთხვევების ზრდას ჩატარებული ტესტების რაოდენობას უკავშირებს.

„რაც უფრო მეტი ტესტირება ჩატარდება, უფრო მეტი რაოდენობა გამოვლინდება. პანიკის დათესვა ნამდვილად არ არის კარგი. უბრალოდ უნდა დავიცვათ წესები, გავურთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“, - განაცხადა რატიანმა.

ის მოსახლეობას სიმშივიდისკენ მოუწოდებს და ამბობს რომ „ქართველი ხალხი არ არის განსაცდელში ჩავარდნილი“.

საქართველოში 12 სექტემბერს კოვიდ-19-ის 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 87 აჭარაში, 28 სამეგრელოში, 19 იმერეთსა და 18 თბილისში. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად ვირუსის რეკორდული მაჩვენებლისა, მოსახლეობაში შიშის საფუძველი არ არსებობს.

ქრისტინე კაპანაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )