ელზა პაპოშვილი
02.09.2020

ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული  23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ მეხსიერების ბარათს ექსპერტიზა ჩაუტარდება და სავარაუდოდ, გახდება ცნობილი მასზე რა სახის ინფორმააცია ინახება.  მეხსიერების ბარათის დაკარგვის შესახებ ოჯახმა განცხადება არაერთხელ გააკეთა და ამტკიცებდნენ, რომ გამოძიებას ეს ბარათი არ ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა მეხსიერების ბარათი ავტომობილში იპოვეს. 

ექსპერტიზას ბაჩალიაშვილების ოჯახი და მათი ადვოკატიც  მიხეილ რამიშვილიც დაესწრება. გარდა ამისა, ექსპერტიზა ჩაუტარდება ბაჩალიაშვილების სახლიდან ამოღებულ ინტერნეტის მოდემს.

ოჯახის უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს,  რომ ექსპერტიზის პასუხი მალე არ იქნება ცნობილი, რადგან გამოძიება ამით დაინტერესებული არაა. მისივე თქმით, ავტომობილში  აღმოჩენილია გაურკვეველი "ფლეშკა", თუმცა ეს ის  "ფლეშკა"  არაა, რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებზე და რომელსაც დღემდე ეძებენ. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას რაც აინტერესებს, ის ვერსია დაუყოვნებლივ ხდება ცნობილი და დანარჩენი არ აინტერესებთ. 

ასევე ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზა ჩაუტარდა საბურავს, რომლის მეშვეობითაც დადგინდება, რამდენად იდენტური იყო არსებული კვალი ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანის საბურავებთან. 

„ექსპერტიზა ჩაუტარდა საბურავს, მეხსიერების ბარათს, მოდემს. მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან მალე, როგორც თავიანთი განცხადებით განმარტეს, იქნება ექპერტიზის დასკვნა  ყველაფერმა შეიძლება რაღაც ინფორმაცია მოგვცეს. ძალიან მალე ყველაფერს მივაწვდი საზოგადოებას, როგორ ხდებოდა ამის დაგეგმვა. ჩემთვის საქმის მასალის გაცნობიდან უკვე ნათელი ხდება, როგორ იყო ეს ყველაფერი, რას ემსახურებოდა, არა ვარაუდის დონეზე, არამედ უკვე იმ მტკიცებულებების შეკრებით, რაც არის საქმეში. მე დეტალურად უკვე შევისწავლე და დეტალურად მაქვს ჩემი ფორმულირება, იმ ჩვენებების საფუძველზე, იმ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რასაც ახორციელებდა გამოძიება თავიდანვე და  საზოგადოებას დეტალურად გავაცნობ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.  

ბაჩალიაშვილის დედა კი  თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც „რეზონანსს“  თამაზაშვილმა უთხრა, საგამოძიებო უწყებაში ის მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, რომეელიც ყარაბაღის ომთან დაკავშირებით ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან იარაღით ვაჭრობას ეხებოდა. დედის მტკიცებით, ბაჩალიაშვილმა შესაძლოა  სწორედ ეს  სქემა გაშიფრა.  თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მსგავსად საქმეში კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი გამოჩნდა.

„ემზარ საბანაძე, რომელმაც ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მის საფუძველზე ხდება ჩემი დაკითხვა. რაც საჭიროა ყველაფერს ვიტყვი. ჩემს შვილთან საუბარი გამახსენდა. მითხრა, რომ ყველა მალე დაგვიპირისპირდება ისე მიდის საქმეებიო. გაჩიანში მივდიოდით და ვთქვი იქით აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს მეთქი. მაშინ თქვა მალე ესენიც დაგვიპირისპირდებიანო. რატომ დედა მეთქი ვკითხე. რა გაძლევს ამის თქმის საფუძველს მეთქი და ასე მითხრა, დედა, შენ ბევრი რამე არ იციო“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილისკუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს. ავტომანქანა კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში 31 აგვისტოს დაათვალიერეს და ამ პროცესში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, „ჰიუნდაი აუტო საქართველოს“ წარმომადგენელი და ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მონაწილეობდნენ.

„გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ჰიუნდაი აქცენტი“ აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება პულტით. დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი ჯი–პი–ესით ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
123   (04.09.2020)
ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება და ვარაუდის დაფიქსირება.ეს არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება.თუ არ გსიამოვნებს კომენტარი ნუ წაიკითხავ და ვინ რას მოიწევს შენი საქმე არ არის

კახელს   (03.09.2020)
შენს კომეტარებს ყველგან ვაწყდები და კახურად გეტყვი დააყე შვილო ეგ ტრ....კი თორემ მოიძევ რაღაცას

კახელი   (03.09.2020)
ბაჩალიაშვილების მთელი ოჯახი ადვოკატთან ერთად სამკურნალოდ იყენებენ არიან.ამხენი ერთად შეყრილი გიჟი ერთად არ მინახავს.მკვდარსაც კი ფასი დაკარგეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×