ელზა პაპოშვილი
01.09.2020

გიორგი შაქარაშვილი საქმეში ახალი გენეტიკური მასალა და ახალი ჩვენება ჩნდება, რომელმაც შესაძლოა საქმე ახალი მიმართულეებით წაიყვანოს.  ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის ჩანთაზე დნმ-ის 5 კვალია ამოსული - ერთი დადასტურებულად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე - პირს, რომლისგანაც შაქარაშვილმა ითხოვა ჩანთა, დანარჩენი 3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია და დღეს სწორედ ეს გახდა ბრალდებულების ადვოკატებსა და პროკურატურას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი. 

პროკურატურა აცხადებს, რომ თუ ვინმეს დნმ-ის პროფილი არ აღმოჩნდა ჩანთაზე, ეს სულაც არ აქარწყლებს საქმის გარემოებას და არ ნიშნავს, რომ მას უშუალო შეხება არ ჰქონდა დაღუპულთან.

„რეზონანსთან“ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ჩანთის დადება შესაძლოა საგამოძიებო ორგანოების მიერ მოხდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმის, რომ დაკავებულ პირებს შქარაშვილი არ მოუკლავთ.

„ჩანთაზე არცერთი ბრალდებულის გენეტიკური პროფილი გამოვლენილი არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ჩანთაზე შეხება არ ჰქონიათ და შქარაშვილიც არ მოუკლავთ. მასზე აღმოჩნდა ორი პროფილი, რომელიც  გარდაცვლილ შაქარაშვილს და უცხო პირს ეკუთვნის, რომელიც საქმის მასალებში არ ფიგურირებს და ინდენტიფიცირებული არ არის, რომ შედარებოდა. ჩვენ გვგონია, რომ ჩანთის დადება განხორციელდა, ან საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ ან  არ დაიცვეს ის წესი, რომელსაც კანონი ავალდებულებს და დნმ-ს კვალი რომელიმე სამართალდამცველისაც არის,“ - ახცადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი „რეზონანსთან“.

საქმის პროკურორის განცხადებით კი შუალედური დასკვნა ორი კვირის წინ მოვიდა და გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე 4 პირის გენეტიკური კვალია აღმოჩენილი. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ერთი ნამდვილად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე ჩანთის მეპატრონეს, მესამე შესაძლოა შაქარაშვილის ახლო ნათესავს ეკუთვნოდეს, ხოლო მეოთხე გენეტიკური ნიმუში დასადგენია ვის ეკუთვნის. ამავდროულად, პროკურორი ამბობს, რომ 17 ბრალდებულიდან ის არცერთ პირს არ ეკუთვნის, თუმცა ეს მათ ბრალეულობას არ აბათილებს.

„ჩანთაზე აღებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში, აგრეთვე თავდასხმაში ბრალდებულებს და იმ პირებს, ვინც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. მათ შორის ნიკა ჟვანიას პროფილიც შედარებულია და მისი პროფილიც არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, დაიკითხება ექსპერტიც და გაირკვევა, რა შემთვევაში რჩება, ან იშლება პროფილი ჩანთიდან. აგრეთვე, მეთევზეებს, ვინც იმ ადგილზე თევზაობს, ექსპერტიზა მათაც უტარდებათ,“ - აცხადებს გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×