ელზა პაპოშვილი
28.08.2020

ზუგდიდის სოფელ ტყაიაში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბარბარე კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს საშინელი ტრაგედია 27 აგვისტოს საღამოს ბავშვის სახლის კართან მოხდა. დაუდასტურებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ამ ფაქტის შემსწრე თვითმხილველები მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და რეალურად არავინ იცის ავტომობილს ვინ მართავდა. გოგონას დედა მომხდარის გამო შოკურ მდგომარეობაშია და მას რაიმეზე საუბარი უჭირს. 

დაშავებული გოგონა ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარებამ ის  ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვის გადარჩენას მედიკოსები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მათი ინფორმაციით ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.  

სოფელ ტყაიაში მერის რწმუნებულის ედემ კეკუტია “რეზონანსთან“ ამბობს, რომ  6 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა  საჭესთან იჯდა, შესაძლოა, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს. მისი ინფომაციით, ფაქტის შემსწრე მხოლოდ ოჯახის წევრები არიან და სხვამ არავინ იცის, სინამდვილეში ვინ იჯდა საჭესთან, როცა უბედური შემთხვევა მოხდა. ამიტომაც რთულია მისთვის ხელაღებით იმის მტკიცება, რომ ბავშვს ავტომობილი  დედამ დაარტყა. გამგებელი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეზოში ავტომობილის შეყვანის დროს ბავშვი შეთხვევით შევარდა და ადგილი უბედურ შემთხვევას აქვს. 

„ჯერჯერობით, არავინ  არ  იცის   დაზუსტებით რა მოხდ. ფაქტია  უბედური შემთხვევა მოხდა.  რა და როგორ  იყო  ამის დამნახი მხოლოდ ოჯახის წევრები არიან. მეზობლებმაც არაფერი არ იციან. შესაძლოა საჭესთან დედა არც იჯდა, ამაზე ჯერ ვერავინ საუბრობს. ბავშვი დაიღუპა და ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში არიან.  ჯერ არც არის იქ ისეთი სიტუაცია, რომ საერთოდ ვინმემ იკითხოს ამის შესახებ,"- განაცხადა ედემ კეკუტიამ.  

მეზობლებიც გამოცემასთან ხელაღებით ვერ ამბობენ რეალურადრა გახდა 6 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი და ვინ იჯდა საჭესთან. მათი ინფორმაციით, შემთხვვეის თვითმხილველი მხოლოდ ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები არიან. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ბავშვს ავტომობილმა დაარტყა როდესაც ეზოში შედიოდა. სხვა დეტალები რა და როგორ მოხდა მათ ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. 

„არ ვიცით რეალურად რა მოხდა, გავიგეთ მხოლოდ ის, რომ ავარია იყო და ბავშვი დაშავდა. როგორც ვიცით გოგონა ავტომობილს ქვეშ შეუვარდა. მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა. დედა იჯდა თუ სხვა ვინმე, ეს ზუსტად არავინ არ იცის. დედა საკმაოდ მძიმე  სიტუაციაშია, იმედ გვქონდა რომ გადარჩებოდა, მაგრამ ბავშვის დაზიანებები  კატასტროფული იყო“,-ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×