ტატა შოშიაშვილი
15.08.2020

კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე ცნობილი ლოცვის, „მამაო ჩვენოს" ტექსტი შეცვალა. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკმა პირადად განუცხადა ტელეკომპანია „ტვ2000"-ს და ამ ცვლილების მიზეზიც ახსნა.

ცვლილება შეეხო ლოცვის ერთ ფრაზას - „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა".

„ლოცვაში საუბარია ღმერთზე, რომელიც ადამიანს აცდუნებს და განსაცდელში შეჰყავს, მაგრამ ღმერთი არავის არ აცდუნებს - ეს სატანას საქმეა", - თქვა პაპმა.

მან მაგალითად მოიყვანა „მამაო ჩვენოს" ტექსტის ფრანგული ვერსია, რომელშიც ფრაზის „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" ნაცვლად გამოიყენება ფრაზა „ნუ დაუშვებ, რომ ცდუნებას ავყვეთ".

კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებით, „მამაო ჩვენოს" ტექსტში ამ ცვლილების განხორციელება 30 ნომებრიდან ოფიციალურად მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბარნაბა   (15.08.2020)
ისე ლოგიკური არა,მაგრამ მე მგონია ასეც იგულისხმებოდა,რომ ნუ დაუშვებ რომ განსაცდელში შევიდეო!ისე მგონია არაფერიც არ უჭირს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×