ელზა პაპოშვილი
19.07.2020

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში - 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ქალის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მის დასახმარებლად არავინ მივიდა. მეზობლები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ რა მოხდა, როცა სახლიდან ყვირილის ხმა შეწყდა და არავინ აღარ გამოვიდა. ორი საათის დაგვიანებით მათ პოლიციაში დარეკეს. 

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი 30 წლის ქალი სასტიკად მოკლული დხვდათ.მას სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყველი ჰქონდა გამოჭრილი. მოკლული, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.   

გამსახურდიას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველები მოკლული ქალის სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განმარტება, დააკავეს თუ არა სავარაუდო დამნაშავე, საგამოძიებო უწყებისგან ჯერ  არ გაკეთებულა.

საგამოძიებო მოქმედებები მოკლულის საცოხვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდაფში მიმდინარეობდა, სადაც მოკლულის მეზობელი ცოლ-ქმარი ცხოვრობს, თუმცა სად იმყოფებიან ამ დროისათვის ისინი, უცნობია. 

„მეზობლები ამბობდნენ, რომ ყვირილის ხმა ისმოდა. ქალი იძახდა მიშველეთო. ნაქირავებ ბინაში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ამ სასტიკი მკვლელობის დღეს, როგორც ჩანს ბავშვი სახლში არ იყო. არ ვიცი რატომ არავინ არ დაეხმარა.

“იფიქრეს რამე ოჯახური კონფლიქტია და მოშველდებიანო. როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“. ვინ იცის ცოცხალიც იყო და მისი გადრჩენა მოხერხებულიყო მეზობლებს პოლიციაში დროულად რომ დაერეკათ. როცა ყვრილის ხმა შეწყდა, მერე ავიდნენ სახლში, კარზე უკაკუნეს, მაგრამ პასუხი არავინ არ გასცათ. 

“ამის შემდეგ პოლიციაში დარეკეს. როგორც ვიცი სახლის კარის შემტვრევა აკრძალული ყოფილა და ამიტომ სამართალდამცველებს დაელოდნენ. კარი მათ შემატვრიეს და საზარელი სურათი დახვდათ. მეზობელმა ვინც ცხედარი დანახა, თქვა, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შემდეგ ყველი ჰქონდა გამოჭრილი. ყველა დამნაშავეა, ვინც ხმა გაიგონა და არავინ მიეხმარა. არ ვიცითი ვისზე აქვთ ეჭვი, აქ პოლიცია იყo უბანში და ჩხრეკდნენ გვერდით მეზობლის სარდაფს. ისინი სად არიან არ ჩანან. ეს გოგონა ქირით ცხოვობდა შვილთან ერთად და მეზობლებიც კარგად არ ვიცნობდით“, - ამბობს „რეზონანსთან“ ადგილობრივი. 

შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობაი ჰყავს თუ არა პოლიციას ამ სასტიკ დანაშაულში ბრალდებული პირი ნაპოვნი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×