ია აბულაშვილი
17.07.2020

"ვფიქრობ, ამ კვლევის შედეგები, რომელიც გამოაქვენა "ედისონ რისერჩმა", გასათვალისწინებელი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ოპოზიციას ვურჩევდი, რომ იმუშაოს იმ 20% გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომელმაც ჯერ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. " ოცნებამ" კი ახალი სახეები უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ედისონ რიჩერსის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. კვლევა 23 ივნისს-13 ივლისის პერიოდს მოიცავს და პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევით- შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლის და მეტი ასაკის 2000 ადამიანი, შეეგბის ცდომილება 2%-ია.

კითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 39%-ი ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არის 20%-ი. "ნაციონალურ მოძრაობას" 16%-ი. "ევროპულ საქართველოს" 5%-ი; "ლელოს"- 3%-ი. "ლეიბორისტებს"- 3%-ი. "ახალი საქართველო"- 3 %-ი. "პატრიოტთა ალიანსი" -3%-ი. გირჩი-2%-ი.

"ედისონ რისერჩი სოლიდური საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაა, მას არაერთხლ ჩაუტარები კვლევები საქართველოში არჩევნების წინ. მე სრულიად ვენდობი მათ კვლევებს.

"რაც შეეხება "ოცნების" რეიტინგს, რომელიც სხვა პარტიებთან შედერებით მაღალია, ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი არის, ის რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია კორონავირუსთან ბრძოლაში და მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ეს ჩათვალა ხელისუფლების მიღწევად. ამან კი ხელი შეუწყო "ოცნების" რეიტინგის ზრდას. არც ისაა გამორიცხული, რომ გამოკითხულთა შორის მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც შემხებლობა აქვს საჯარო სამსახურებთან.

"მე ვფიქრობ, ამ კვლევის შედეგბი უნდა გაითვლისწინონ, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქტიურად უნდა იმუშაოს იმ 20% გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომელმაც ჯერ არ იცის, რომელ პარტიას მისცეს ხმა. ასევე უნდა დააჯერონ ამომრჩეველი, რომ სიახლეს შემოიტანენ და ახალ პროგრამას შესთავაზებენ ამომრჩეველს.

"რაც შეეხება "ოცნებას" მის ძლიერი მხარე ისევ იქნება პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება, მაგრამ "ოცნებამ" აუცილებლად ამომრჩევლეს უნდა შესთვაზოს ახალი სახეები და ძველი სახეები უკანა პლანზე გადაწიოს.

"ასევე უნდა შესთაზოს ისეთი პროგრამები, რომელიც ძირითადად სოციალ- ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×