მარიამ ნებულიშვილი
16.07.2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია, ბოლო მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით ვირუსი 13 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინის შექმნა მიიჩნევა, რომელზედაც, ბევრი ქვეყანა მუშაობს. „მსოფლიოში არის ვაქცინები, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და კლინიკურ კვლევევებს გადის", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

მისი თქმით, მსოფლიოში რამდენიმე ვაქცინამ წარატებით გაიარა კლინიკური ცდების ეტაპი, თუმცა მათ ფართო გამოყენებაში ჩაშვებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

„მსოფლიოში არის ვაქცინები, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და კლინიკურ კვლევევებს გადის. თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი მათგანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არ არის და არც ფართო გამოყენებაშია ჩაშვებული. მაგრამ, არსებობს ვაქცინები, რომლებსაც ელოდებიან, რომ რამდენიმე თვეში გამოყენებაში იქნება.

„კლინიკური კვლევევბი ნიშნავს, რომ მოხალისეთა გარკჯვეულ ჯგუფს, რომელიც არ შედგება ერთი და ათი კაცისგან, მასში უნდა იყოს 100-იდან 1000-ამდე და მეტი ადამიანი, გაუკეთდება ვაქცინა და შემდეგ შედეგები შედარდება საკონტროლო ჯგუფთან. თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის ამ ეტაპებს, შემდეგ უკვე მოხდება მისი აღიარება", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

ვაქცინაზე მუშაობს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ასეულობით ლაბორატორია და სამეცნიერო ცენტრი. განსაკუთრებით წარმატებულია ოქსფორდის ლაბორატორია, რომელმაც უკვე რამდნეიმე კვირაა მოხალისეებზე დაიწყო ცდები. აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით ამერიკაში, გერმანიაში, კანადაში, იაპონიასა დ აკორეაში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლახან რუსეთმაც გაავრცელა ცნობა, რომ მათმა ვაქცინამ კლინიკური კვლევების ეტაპი წარმატებით გაიარა. კერძოდ, სეჩენოვის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევებისა და მედიკამენტების კვლევის ცენტრი ირწმუნება, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა. „კვლევა დასრულდა და დადასტურდა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. მოხალისეებს ვაქცინა 15 ივლისს და 20 ივლისს გაუკეთდებათ" - თქვა კვლევის ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×