რეზონანსი
15.07.2020

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველი დადებითი შედეგები მიიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირებისას. ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ვაქცინის ფართო წარმოების დაწყებაზე მუშაობს.

ამ ეტაპზე სპეციალისტებმა იმას მიაღწიეს, რომ ვაქცინა იმუნიტეტის ზრდას უწყობს ხელს .

„ამ შემთხვევაში იმუნური სისტემის რეაქცია ანტისხეულებსა და Т-უჯრედებს უკავშირდება. ახლა ყურადღება ანტისხეულებზეა გამახვილებული, თუმცა სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ Т-უჯრედების რეაგირება მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან დაცვისთვის“, - განაცხადეს მეცნიერებმა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტურობის დადგენა ტესტირების მხოლოდ მესამე ფაზის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ani   (15.07.2020)
დაელოდეთ იმუნიტეტი რამდენ ხანს დარჩება ორგანიზმს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×